ფეხბურთი

22:54 | 7.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

ოლივერ კანი პსჟ-სთან შეხვედრაზე: "როგორც ჩანს, ეს ბედისწერაა"

მიუნხენის „ბაიერნის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ოლივერ კანმა ჩემპიონთა ლიგის წილისყრა შეაფასა. როგორც ლეგენდარულმა გერმანელმა მეკარემ აღნიშნა, მისი აზრით, ეს ბედისწერა იყო და ორივე თამაში შესანიშნავი იქნება.

„როგორც ჩანს, ეს ბედისწერაა. წინ შესანიშნავი მატჩები გველოდება, რომელშიც ერთმანეთს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელები შეხვდებიან. მატჩებამდე ჯერ კიდევ დიდი დროა, ამიტომ, ძნელი სათქმელია რა მოხდება. პსჟ დაბალანსებული გუნდია, დიდი გამოცდილება აქვთ, მსოფლიო დონის მოთამაშეები ჰყავთ, მაგრამ იგივე შეიძლება ითქვას „ბაიერნზე“. „ბაიერნიც“ და პსჟ-ც ევროპული ფეხბურთის ტოპკლუბები არიან“, - თქვა კანმა.

შეგახსენებთ, რომ „ბაიერნი“ და პსჟ ერთმანეთს 14 თებერვალს და 8 მარტს დაუპირისპირდებიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118415