ფეხბურთი

22:30 | 7.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

კლოპი: "რეალთან" დაპირისპირებას მოუთმენლად ველით, ორივე თამაშში საოცარი ატმოსფერო იქნება"

„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა ჩემპიონთა ლიგის წილისყრაზე კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ მადრიდის „რეალთან“ მატჩებს მოუთმენლად ელოდება.

„პირველი, რაც წილისყრაზე შეიძლება ითქვას - ეს ნამდვილი ჩემპიონთა ლიგაა. ეს არის დაპირისპირება, რომელიც ყველაფერზე თავისთავად მეტყველებს. „რეალთან“ ბოლო წლებში ორი ფინალი ვითამაშეთ, მაგრამ ორმატჩიან დუელებში ჩვენი შეხვედრა ხშირად არ ხდება, ამიტომ, მოუთმენლად ველოდებით მატჩებს. მადრიდის „რეალის“ შედეგები ევროთასებზე საუკეთესოა, ეს ვიცით, მაგრამ ისიც ვიცით, რომ ცუდი შედეგები არც ჩვენ გვაქვს. ასევე ვიცით „ენფილდის“ მუხტის შესახებ და ყველამ იცის, ეს რას ნიშნავს.

თამაშებამდე ჯერ კიდევ რამდენიმე თვე დარჩა, მაგრამ წარმოიდგინეთ, როგორი ატმოსფერო იქნება ორივე შეხვედრაში. მანამდე ბევრი მატჩი გველოდება, ამიტომ, თითოეულ თამაშზე ეტაპობრივად მოვახდენთ კონცენტრაციას“, - თქვა კლოპმა.

შეგახსენებთ, რომ „ლივერპული“ და მადრიდის „რეალი“ ერთმანეთს 21 თებერვალს და 15 მარტს დაუპირისპირდებიან.

0.113431