ფეხბურთი

22:00 | 7.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

ჩავი: "წილისყრაში ისევ არ გაგვიმართლა, ყველაზე რთული მეტოქე გვერგო"

„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა ჩავიმ ევროპა ლიგის 1/16-ფინალური ეტაპის წილისყრა შეაფასა და აღნიშნა, რომ მის გუნდს ისევ არ გაუმართლა.

„მანჩესტერ იუნაიტედი“ დიდი ისტორიის მქონე გუნდია. ტენ ჰაგის მოსვლის შემდეგ მათ დიდი პროგრესი განიცადეს, შესანიშნავი ფეხბურთელები ჰყავთ. ჩვენთვის ყველაზე ცუდი წილისყრა იყო შესაძლო ვარიანტებიდან, ისევ არ გაგვიმართლა, ისევ ურთულესი მეტოქე გვერგო, მაგრამ მოუთმენლად ველოდებით ამ მატჩებს“, - თქვა ჩავიმ.

შეგახსენებთ, რომ „ბარსელონა“ და „მანჩესტერი“ ერთმანეთს 16 და 23 თებერვალს დაუპირისპირდებიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115631