ფეხბურთი

19:40 | 7.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

ბუდუ ზივზივაძე ტრავმირებულია და საქართველოს ნაკრებს ვერ დაეხმარება

საქართველოს ნაკრებისა და „ფეჰერვარის“ თავდამსხმელი ბუდუ ზივზივაძე მიმდინარე წელს ვერ ითამაშებს.

ქართველმა ფეხბურთელმა „ფეჰერვარის“ მეორე გუნდში თამაშისას მხრის ტრავმა მიიღო და ქირურგიული ჩარევა სჭირდება. 28 წლის შემტევი ოპერაციას ხუთშაბათს გაიკეთებს და სარეაბილიტაციო პერიოდს დაახლოებით 4-6 კვირა დასჭირდება, რაც ნიშნავს, რომ საქართველოს ნაკრების შეკრებასაც გამოტოვებს.

ვილი სანიოლის გუნდი 14 ნოემბერს შეიკრიბება და 17 ნოემბერს, ამხანაგურ მატჩს მაროკოს წინააღმდეგ ჩაატარებს, მაგრამ ბუდუ გუნდს ვერ დაეხმარება.

შეგახსენებთ, ზივზივაძე „ფეჰერვარის“ მეორე გუნდში დაახლოებით ერთი თვის წინ გადაიყვანეს, სადაც მან 3 მატჩი ჩაატარა. ბოლო პერიოდში ბუდუს ეროვნულ ნაკრებში შესანიშნავი მატჩები ჰქონდა, ბოსნიის, ჩრდილოეთ მაკედონიისა და ბულგარეთის წინააღმდეგ გოლებიც გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115623