ფეხბურთი

19:07 | 7.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

მასიმილიანო ალვინი: "მილანთან" მხოლოდ გუნდურობით მოვიგებთ, ლოჩოშვილს პრობლემა აქვს"

„კრემონეზეს“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალვინიმ „მილანთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა და თქვა, რომ ლუკა ლოჩოშვილს მცირე პრობლემა აქვს. თუმცა, „როსონერის“ წინააღმდეგ ქართველი მცველის თამაში ჯერ გამორიცხული არაა.

„რადუ, კირიკეში, დესერსი და ასკასიბარი განაცხადში არ იქნებიან. გარდა ამისა, მცირე პრობლემა აქვს ლოჩოშვილს, რომელიც „სალერნიტანასთან“ მატჩში წარმოიქმნა. დარწმუნებული ვარ, ვინც ხვალ ითამაშებს, ყველაფერს გააკეთებს საკუთარი თავისა და გუნდისთვის. მხოლოდ იმ შემთხვევაში გავიმარჯვებთ, თუ ჩვენს ნაკლოვანობებს გავაუმჯობესებთ და გუნდურად ვითამაშებთ. გუნდურობის გარეშე ვერაფერს მივაღწევთ“, - თქვა ალვინიმ.

შეგახსენებთ, „კრემონეზესა“ და „მილანის“ მატჩი 8 ნოემბერს, თბილისის დროით 23:45 საათზე გაიმართება.

0.137444