ფეხბურთი

16:45 | 7.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

კვარამ დღესაც ვერ ივარჯიშა და "ემპოლისთან" თამაშსაც გამოტოვებს

„ნაპოლის“ ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას „ემპოლისთან“ თამაში პრაქტიკულად გამოირიცხა. როგორც Sky Sport-ი იტყობინება, ქართველმა ფეხბურთელმა ცოტა ხნის წინ კასტელ ვოლტურნოს საწვრთნელი ბაზა დატოვა.

ხვიჩას წელის ტკივილი აქვს და ამ დღეებში მხოლოდ თერაპიულ მკურნალობას გადიოდა, ხვალინდელი მატჩისთვის გამოჯანმრთელება კი ვერ მოასწრო.

როგორც იტალიური გამოცემა წერს, კვარამ დღევანდელი ვარჯიში გამოტოვა და კლუბს არ სურს, რისკზე წასვლა, ამიტომ, მისი აღდგენა მეთოდურად ხდება და მიზანია, რომ შაბათს, „უდინეზესთან“ შეხვედრისთვის მზად იყოს, რომელიც „ნაპოლისთვის“ მიმდინარე წელს ბოლო თამაში იქნება.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას წელის ტრავმის გამო ბერგამოს „ატალანტასთან“ მატჩიც გაუცდა. მან დაზიანება „ლივერპულთან“ შეხვედრაში, ტრენტ ალექსანდერ-არნოლდთან შეჯახებისას მიიღო.

0.114072