ფეხბურთი

17:22 | 7.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

კონფერენს ლიგაზე გუნდები 1/16 ფინალში დაწყვილდნენ

შვეიცარიის ქალაქ ნიონში უეფას კონფერენს ლიგის 1/16-ფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა და შედეგად, 16 გუნდი დაწყვილდა.

კონფერენს ლიგის პლეი-ოფში ქართველი ლეგიონერების კლუბებიც ითამაშებენ: „სლოვანი“ (გიორგი ჩაკვეტაძე, გურამ კაშია, ჯაბა კანკავა), „ლეხი“ (გიორგი წიტაიშვილი, ნიკა კვეკვესკირი) და „ყარაბაღი“ (ლუკა გუგეშაშვილი).

აღსანიშნავია, რომ ბრატისლავის „სლოვანმა“ ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და პირდაპირ მერვედფინალში, შესაბამისად, 1/16-ფინალში სლოვაკეთის ჩემპიონი არ ითამაშებს.

კონფერენს ლიგის 1/16-ფინალურ ეტაპზე კი გუნდები შემდეგანაირად დაწყვილდნენ:

„ყარაბაღი“ (აზერბაიჯანი) – „გენტი“ (ბელგია)

„ტრაბზონსპორი“ (თურქეთი) – „ბაზელი“ (შვეიცარია)

„ლაციო“ (იტალია) – „კლუჟი“ (რუმინეთი)

„ბოდო გლიმტი“ (ნორვეგია) – „ლეხი“ (პოლონეთი)

„ბრაგა“ (პორტუგალია) – „ფიორენტინა“ (იტალია)

აეკ (კვიპროსი) – „დნიპრო 1“ (უკრაინა)

„შერიფი“ (მოლდოვა) – „პარტიზანი“ (სერბეთი)

„ლუდოგორეცი“ (ბულგარეთი) – „ანდერლეხტი“ (ბელგია)

კონფერენს ლიგის მერვედფინალის საგზური უკვე მოპოვებული აქვთ: „ბაშაკშეჰირი“ (თურქეთი), „ვესტ ჰემი“ (ინგლისი), „ვილიარეალი“ (ესპანეთი), „ნიცა“ (საფრანგეთი), „ალკმაარი“ (ნიდერლანდები), „დიურგარდენი“ (შვედეთი), „სივასპორი“ (თურქეთი), „სლოვანი“ (სლოვაკეთი).

აქვე გეტყვით, რომ კონფერენს ლიგის 1/16-ფინალური ეტაპის მატჩები 16 და 23 თებერვალს გაიმართება.

0.113227