შვეიცარიის ქალაქ ნიონში ევროპა ლიგის 1/16-ფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა, რის შედეგადაც 16 გუნდი დაწყვილდა.
ევროპა ლიგის პლეი-ოფის პირველ სტადიაზე ჯგუფების მეორეადგილოსნები და ჩემპიონთა ლიგიდან გადმორთული 8 გუნდი ითამაშებენ. წილისყრის შედეგად, გაირკვა, რომ 1/16 ფინალში სუპერდაპირისპირება შედგება: "ბარსელონა" "მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ!
შედეგად, ევროპა ლიგის 1/16-ფინალური წყვილები ასეთია:
„ბარსელონა“ (ესპანეთი) – „მანჩესტერ იუნაიტედი“ (ინგლისი)
„იუვენტუსი“ (იტალია) – „ნანტი“ (საფრანგეთი)
„სპორტინგი“ (პორტუგალია) – „მიდტიულანდი“ (დანია)
„შახტარი“ (უკრაინა) – „რენი“ (საფრანგეთი)
„აიაქსი“ (ნიდერლანდები) – „უნიონი“ (გერმანია)
„ლევერკუზენი“ (გერმანია) – „მონაკო“ (საფრანგეთი)
„სევილია“ (ესპანეთი) - პსვ ეინდჰოვენი (ნიდერლანდები)
„ზალცბურგი“ (ავსტრია) – „რომა“ (იტალია)
აქვე ვთქვათ, რომ მერვედფინალის საგზური უკვე მოპოვებული აქვს 8 გუნდს: „არსენალი“ (ინგლისი), „ფენერბაჰჩე“ (თურქეთი), „ბეტისი“ (ესპანეთი), „სენ-ჟილუა“ (ბელგია), „სოსიედადი“ (ესპანეთი), „ფეიენოორდი“ (ნიდერლანდები), „ფრაიბურგი“ (გერმანია), „ფერენცვაროში“ (უნგრეთი).
ევროპა ლიგის 1/16-ფინალური ეტაპი 2023 წელს შედგება. პირველი მატჩები 16 თებერვალს, ხოლო საპასუხო 23 თებერვალს გაიმართება.