ფეხბურთი

15:21 | 7.11.2022 | ნანახია 3235 - ჯერ

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური წყვილები გაირკვა

შვეიცარიის ქალაქ ნიონში ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა, რის შედეგადაც ტურნირზე შემორჩენილი 16 გუნდი პლეი-ოფის პირველ სტადიაზე დაწყვილდნენ.

ჯგუფების 8 პირველიადგილოსანი 8 მეორეადგილოსანთან დაწყვილდა, მერვედფინალის პირველი მატჩებს მეორეადგილოსნები შინ ჩაატარებენ. მერვედფინალში გამორჩეული იქნება შარშანდელი ფინალის რიმეიქი - "ლივერპული" "რეალის" წინააღმდეგ, არანაკლებ დიდ ინტერესს იწვევს "პარი სენ ჟერმენისა" და "ბაიერნის" დაპირისპირება, ხოლო ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლი" "აინტრახტს" შეხვდება.

შედეგად, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური წყვილები ასეთია:

„ლაიფციგი“ (გერმანია) – „მანჩესტერ სიტი“ (ინგლისი)

„ბრიუგე“ (ბელგია) – „ბენფიკა“ (პორტუგალია)

„ლივერპული“ (ინგლისი) – „რეალი“ (ესპანეთი)

„მილანი“ (იტალია) – „ტოტენჰემი“ (ინგლისი)

„აინტრახტი“ (გერმანია) – „ნაპოლი“ (იტალია)

„დორტმუნდი“ (გერმანია) – „ჩელსი“ (ინგლისი)

„ინტერი“ (იტალია) – „პორტუ“ (პორტუგალია)

„პარი სენ ჟერმენი“ (საფრანგეთი) – „ბაიერნი“ (გერმანია)

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპი 2023 წელს შედგება. პირველი მატჩები 14-15 და 21-22 თებერვალს, ხოლო საპასუხო შეხვედრები 7-8 და 14-15 მარტს გაიმართება.


კომენტარები (40)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

00:21 | 08.11.2022
Bachana705 (373)

კომენტარი დაბლოკილია ცენზურის ავტომატური ბლოკირების მიერ, ის შეიძლება დაიშვას მოდერატორის მიერ

00:21 | 08.11.2022
Bachana705 (373)

კომენტარი დაბლოკილია ცენზურის ავტომატური ბლოკირების მიერ, ის შეიძლება დაიშვას მოდერატორის მიერ

00:12 | 08.11.2022
Bachana705 (373)

კომენტარი დაბლოკილია ცენზურის ავტომატური ბლოკირების მიერ, ის შეიძლება დაიშვას მოდერატორის მიერ

00:12 | 08.11.2022
Bachana705 (373)

კომენტარი დაბლოკილია ცენზურის ავტომატური ბლოკირების მიერ, ის შეიძლება დაიშვას მოდერატორის მიერ

00:10 | 08.11.2022
Bachana705 (373)

ჰოლანდია და ესპანეთი მაგრად უკბენენ ბევრს, თუმცა ჩემპიონობა არამგონია გაქაჩონ.
ბელგია-პორტუგალია ერთი დონეა. თავისი მაქსიმუმი გააკეთეს უკვე წინა წლებში.
ინგლისის ფავორიტობა არ გაიშვას, შარშან როგორ გავიდნენ ევროპის ფინალში, დღემდე ვერ ვიჯერებ.
არგენტინა ისევ მესის გამო, თორემ სხვა რა უნდა თქვა. კი კარგად აათამაშა სკალონიმ, მაგრამ მესის გარეშე ჩვეულებრივი ურუგვაი-კოლუმბია იქნებოდა, ხომ ვიცით.

00:10 | 08.11.2022
Bachana705 (373)

კომენტარი დაბლოკილია ცენზურის ავტომატური ბლოკირების მიერ, ის შეიძლება დაიშვას მოდერატორის მიერ

00:10 | 08.11.2022
Bachana705 (373)

ბრაზილია პირველი ფავორიტია, ჩემი აზრით. ყველა თითქმის ერთ დონეზე თამაშობს და რასაც ქვია ასრულებენ მოედანზე.

00:09 | 08.11.2022
Bachana705 (373)

საფრანგეთის მთავარი კოზირი რაცაა, იქ ჩაქიმეს მაინცდამაინც. ცენტრალური ნახევარდაცვა.
რამდენი კაი ხალხიც არ უნდა ჰყავდეს დუბლებში, პოგბა-კანტეს ვერავინ შეცვლის. მაგაზე უკეთესი ტანდემი ბოლო წლების კროოსი-მოდრიჩი-კაზემირო თუ იქნება, მეტი არავინ. პრახადნოი დვორი ექნებათ ფრანგებს წელს ცენტრში და თუ ჩემპიონების ბოლოდროინდელ ტრადიციას არ გააგრძელებენ და ჯგუფში არ ჩარჩებიან, კარგი იქნება.

00:08 | 08.11.2022
Bachana705 (373)

კომენტარი დაბლოკილია ცენზურის ავტომატური ბლოკირების მიერ, ის შეიძლება დაიშვას მოდერატორის მიერ

00:07 | 08.11.2022
Bachana705 (373)

კომენტარი დაბლოკილია ცენზურის ავტომატური ბლოკირების მიერ, ის შეიძლება დაიშვას მოდერატორის მიერ

00:07 | 08.11.2022
Bachana705 (373)

კომენტარი დაბლოკილია ცენზურის ავტომატური ბლოკირების მიერ, ის შეიძლება დაიშვას მოდერატორის მიერ

00:06 | 08.11.2022
Bachana705 (373)

კომენტარი დაბლოკილია ცენზურის ავტომატური ბლოკირების მიერ, ის შეიძლება დაიშვას მოდერატორის მიერ

00:06 | 08.11.2022
Bachana705 (373)

კომენტარი დაბლოკილია ცენზურის ავტომატური ბლოკირების მიერ, ის შეიძლება დაიშვას მოდერატორის მიერ

00:06 | 08.11.2022
Bachana705 (373)

კომენტარი დაბლოკილია ცენზურის ავტომატური ბლოკირების მიერ, ის შეიძლება დაიშვას მოდერატორის მიერ

00:04 | 08.11.2022
Bachana705 (373)

კომენტარი დაბლოკილია ცენზურის ავტომატური ბლოკირების მიერ, ის შეიძლება დაიშვას მოდერატორის მიერ

21:22 | 07.11.2022
Kobe Bean (21717)

არგენტინა პორტუგალია გერმანია ინგლისი ესპანეთი ბელგია ჰოლანდია ერთ დონეში გადიან და მეორე ეშელონის ფავორიტები არიან.მთავარი ფავორიტები კი ბრაზილია-საფრანგეთია

00:03 | 08.11.2022
Bachana705 (373)

ადმინისტრაცია, ანძრევთ იბიომატ?..

00:04 | 08.11.2022
Bachana705 (373)

რა დავწერე დასაბლოკი თქვე გამოგუბაზებულებო.

00:03 | 08.11.2022
Bachana705 (373)

კომენტარი დაბლოკილია ცენზურის ავტომატური ბლოკირების მიერ, ის შეიძლება დაიშვას მოდერატორის მიერ

00:02 | 08.11.2022
Bachana705 (373)

კომენტარი დაბლოკილია ცენზურის ავტომატური ბლოკირების მიერ, ის შეიძლება დაიშვას მოდერატორის მიერ

21:12 | 07.11.2022
Kobe Bean (21717)

ჯგუფურ 3 თამაშს შევეშვად და პლეიოფზე ვთქვათ.1986-ში მოიგო დიეგოს არგენტინამ გერმანიასთან ფინალი და დამსახურებული იყო ეგ მოგება.1990-ში ასევე ფინალი უკვე გერმანიამ მოიგო და ეგ მოგებაც დამსახურებული იყო.2006-ში გერმანიამ მოიგო პენალტებში მეოთხედფინალში მაგრამ ვისაც გახსოვთ ეგ თამაში გემახსოვრებათ რომ არგენტინა ბევრად ძლიერი იყო მაგ გერმანიაზე და პეკერმანმა წააგო ეგ თამაში როცა უკვე მოგებული ეგონა და რიკელმე მოხსნა და კრუზი შეუშვა,მესი მაინც შეეშვა თუ რიკელმეს ხსნიდა თამაშიდან.დაუმსახურებელი მოგება იყო გერმანელების ეგ მოგება და არგენტინას უნდა მოეგო.2010-ზე სალაპარაკო არაფერია,დამსახურებულად მოიგეს გერმანელებმა 4-0.ბოლოს 2014-ის ფინალი რომელიც დაუმსახურებლად მოიგო გერმანიამ.ანუ სამართალი რომ იყოს გერმანიის 4-1-ის უპირატესობის ნაცვლად 3-2-ს არგენტინა უნდა უგებდეს პლეიოფს

20:57 | 07.11.2022
გ.ი.გ.ზ.ი. (43218)

არგენტინა ინგლისის ნაკრებივით ყოველთვის მთავარი ფაორიტია მუნდიალის ორივე პიარით გაბერილი ნაკრებია

21:13 | 07.11.2022
Kobe Bean (21717)

მთავარი ფავორიტი არანაირად არაა არგენტინა დამდეგ მუნდიალზე.მთავარი ფავორიტები არიან ბრაზილია და საფრანგეთი

21:19 | 07.11.2022
Kobe Bean (21717)

თუმცა ფრანგებს ბევრი ფეხბურთელი დაემტვრათ და ბრაზილია რჩება გამოკვეთილ ფავორიტად.ნუ შემცვლელებიც ბევრი ყავთ ფრანგებს,2-3 ნაკრების გამოყვანა შეუძლიათ მაგრამ იგივე პოგბა-კანტე დიდი ძალაა მაინც და მარტივი არ იქნება მაგათი შეცვლა.თუმცა ისიცაა რომ წინა მსოფლიოსთან შედარებით ბენზემა ემატებათ და ეს რამხელა ძალაა მარტივი მისახვედრია

20:53 | 07.11.2022
Kobe Bean (21717)

კაროჩე თუ რამე სამართალი არსებობს ამ ქვეყანაზე მესიმ მსოფლიო უნდა მოიგოს.ყველანაირი კუთხით ეკუთვნის და მოგებულიც უნდა ქონდეს უკვე.თუ ვერ მოიგო და ჩავთვლი რომ ცხოვრება უსამართლოა.ნუ ისედაც ვთვლი რომ უსამართლოა ცხოვრება მაგრამ საბოლოოდ დავრწმუნდები მაგაში თუ ლეომ მსოფლიო ვერ მოიგო)))

20:47 | 07.11.2022
Kobe Bean (21717)

მესის ნათამაშებს რომ გადავხედოთ,2010-იანებში ყველაზე ცუდი წელი ქონდა 2014-ში.ყველაზე ცუდად თამაშობდა 2014 წელს მთელ მაგ დეკადაში.ანუ 10 წლის მანძილზე ყველაზე ცუდად მაინდამაინც მაგ 2014 წელს თამაშობდა როცა მსოფლიოს მოგების ყველაზე დიდი შანსი ქონდა.მაგ პერიოდში იყო ავად,დღემდე ვერ დაადგინეს რა ჭირდა და წარამარა რატომ აღებდა პირს

20:39 | 07.11.2022
Kobe Bean (21717)

2010-ის მსოფლიოს მაინც ვერ მოიგებდა ისეთი გუნდი ჩაიყვანა მარადონამ აფრიკაში(ძანეტი კამბიასო რიკელმე დატოვა და გუტიერესი წაიყვანა) მაგრამ მაინც რომ იცოდეთ გერმანიასთან 4-0 წაგებული თამაში 39 სიცხით ითამაშა.მანდაც ცუდად იყო

20:42 | 07.11.2022
Kobe Bean (21717)

წყევლიან მგონი ეს დედამოხნული ნემცები))))ცალკე კრისტინას წყევლაც მოქმედებს)))

20:39 | 07.11.2022
გ.ი.გ.ზ.ი. (43218)

2014 წლის გერმანიას რანაირათ ჯობდა არგენტინა არ მესმის, გერმანიამ პორტუგალია გაანადგურა და ჯგუფში ჩატოვა, მერვედფინალში არცთუ ისე ცუდი საფრანგეთი გააგდო ნახევარფინალში მასპინძელი ბრაზილია მარაკანაზე 7-1, და არგენტინას ერთადერთი ძლიერი მეტოქე ყავდა ფინალამდე ჰოლანდია და საშინელი მშიშარა ამაზრზენი ფეხბურთი ითამაშეს, პენალტების იმედათ იყვნენ და მაგაში გაუმართლათ, ფინალში კიდე მესის და პალასიოსის იმ ორი შანსის გამო არგენტინა მთლიანობაში მოგებას არ იმსახურებდა

20:40 | 07.11.2022
Kobe Bean (21717)

გერმანია უკეთესი გუნდი იყო მაგაზე ვინ დავობს მაგრამ თამაშიდან გამომდინარე არგენტინას ეკუთვნოდა მოგება.პენალტი არ დაუდეს სხვას რომ შევეშვად ყველაფერს

20:32 | 07.11.2022
Kobe Bean (21717)

stripslashes((strlen('https://www.youtube.com/watch?v=_pOvPCcwUu0')>0?'https://www.youtube.com/watch?v=_pOvPCcwUu0':'https://www.youtube.com/watch?v=_pOvPCcwUu0'))
ეს კიდევ ერთი მომენტი მაგ 2014 წლის ფინალიდან.მესი არწყევს მინდორზე,ცუდადაა ტიპი.ზოგადად მაგ პერიოდში არწყევდა ბევრს და ვერ გებულობდნენ რა ჭირდა.დღემდე ვერ გაიგეს რა აწუხებდა მაშინ.ასევე დიმარია არ ათამაშებინა პერესმა.პენალტი არ დაუდეს.სამი მაგარი ბურთი გააფუჭეს.მოკლედ მსაჯები პერესი ჯანმრთელობა იღბალი ყველაფერი მაგ კაცის წინააღმდეგი იყო.განგებას არ უნდოდა მაგის მსოფლიოს მოგება

20:27 | 07.11.2022
Kobe Bean (21717)

დაჟე კიდევ შევამცირებ და მხოლოდ ერთ სურვილს ვიტყვი,არგენტინამ მოიგოს დამდეგი მსოფლიო და ლიგა ვინც უნდა იმან იტენოს ტრ..ში)))

20:23 | 07.11.2022
Kobe Bean (21717)

გაფუჭებულ მომენტებს შენი თავის გარდა ვერავის ვერ დააბრალებ მაგრამ როცა მსოფლიოს ფინალში პენალტს არ გიდებენ მაგაზე დიდი უსამართლობა ფეხბურთში არ არსებობს.ყველაზე დიდი თამაშია მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალი და მაგ ფინალში პენალტი არ დაუდეს არგენტინას 0-0-ზე მეორე ტაიმში

20:19 | 07.11.2022
paradox (504)

თითქმის 100%-ით ვიყავი დარწმუნებული რომ ლივერპული რეალს შეხვდებოდა.ეს კობა ექსპერტი მგონია,მაგრამ ძან ბოღმას ანთხევს ლივერპულზე,მასე ბოღმით არ გამოვა ძმაო ექსპერტობა,ცივი გონებით უნდა იმსჯელო)))ტოტალიზატორიდან თუ კიდევ სხვა პრინციპებიდან გამომდინარე ლივერპული გააგდებს რეალს,ისევე როგორც პსჟ ბაიერნს,ახლა აქ არ დავიწყებ პროფესორობას და ყველა წყვილზე მაქვს მკაფიო წარმოდგენა,ერთი მილანი ტოტენჰემიდან არ ვიცი ვინ გავა.რაც შეეხება ნაპოლის,მისთვის იტალიის ჩემპიონობაა მთავარი,ამიტომ ლიგაზე მისგან უნდა ველოდოთ სიურპრიზებს,ძირითადად არასასიამოვნოს.

20:24 | 07.11.2022
Kobe Bean (21717)

მაგრად მკიდია რეალი-ლივერპული,ვინც უნდა იმან გააგდოს.პსჟ-მ მინდა რომ მოიგოს ლიგა,დალშე მკიდია ვინ ვის გააგდებს.ყველაზე მეტად კი არგენტინას მსოფლიოს მოგება მინდა)))

20:18 | 07.11.2022
Beka-1991 (596)

რაც შეეხება დანარჩენ წყვილებს: ბენფიკა ადვილად გავა და სიტიც.
მილანური გუნდები ჩემი აზრით ორივე გამოეთიშება მერვედფინალიდან ლიგას.
ჩელსი ასეთ დორტმუნდს დიდი ალბათობით გააგდებს და ნაპოლიც ამ გადმოსახედიდან ფავორიტია აინტრახტთან.
რეალი და ბავარიაც მგონია რომ გავლენ თავიანთი წყვილებიდან

20:35 | 07.11.2022
paradox (504)

მეგობარო,რაზეც გინდა გაგიმაზავ რომ შენი პროგნოზებიდან სულ მცირე სამი გაიმაზება!ინტერი უეჭველი გაგდებს პორტუს,ეყო ამდენი ჯგუფში ჩარჩენები და შარშანაც ეგრევე გავარდა,დადგა უკვე მაგის დრო და პირდად მე დიდ თანხას ვდებ ინტერის გასვლაზე (ნუ ჩემთვის ოთხნიშნა დიდი თანხაა).რეალი ბაირნიდან დიდი ალბათობით ორივე გავარდება,აი ერთ-ერთი რომ,მაგაზე სახლ-კარს ჩამოვალ.ნაპოლიმ ისეთი რიხით გაიარა ჯგუფი,აწი მაგაზე არიფი თუ აირებს აქცენტს,აინტრახტი გააგდებს-თქო მაგასაც ვერ ვიტყვი,პირადად მე არ გავეკარები.დანარჩენები ალბათ გავლენ,თუმცა არც მაქაა მაიმუნობა გამორიცხული,სიტიმ არ მგონია იმამაძაღლოს.

20:14 | 07.11.2022
Kobe Bean (21717)

stripslashes((strlen('https://www.youtube.com/watch?v=q4pyzdQAEeo')>0?'https://www.youtube.com/watch?v=q4pyzdQAEeo':'https://www.youtube.com/watch?v=q4pyzdQAEeo'))
ეს რომ გაეტანა მესის დღეს სულ სხვა სახელი ექნებოდა და ნემცებთან ბალანსიც ნორმალური იქნებოდა.
0?'>https://www.youtube.com/watch?v=14WDjvsxCQk':'>https://www.youtube.com/watch?v=14WDjvsxCQk'))
აქ კი პენალტი უნდა დაედოთ გერმანიას კარში
მოკლედ 2014 უნდა მოეგო არგენტინას,ეგ იქნებოდა სამართლიანი
იგუაინის და პალასიოს გაფუჭებულ მომენტებს აღარ დავდებ

20:13 | 07.11.2022
Beka-1991 (596)

რომ ვთქვა, გამიხარდა პსჟ_თან დაჯახება მერვედფინალშითქო არ ვიქნები მართალი. მაგრამ ნაპოლი ცოდვა იქნებოდა პსჟ_სთვის და ამიტომ დიდად არც განვიცდი მათთან დაჯახებას. მითუმეტეს ბაიერნია და თუ ლიგის დადება უნდათ პსჟ_ც უნდა გახიონ და მერე სიტი/რეალიც მიაყოლონ.

20:10 | 07.11.2022
Kobe Bean (21717)

უფრო მარტივად რომ ვთქვა 90 წუთის შედეგები არის 2 4 1 ნემცების სასარგებლოდ,საბოლოო გამარჯვების კუთხით კი 4-2-1 უპირატესობა აქვთ ნემცებს არგენტინელებთან.2006-ში პეკერმანს აუცილებლად უნდა გაეგდო ის გერმანია.ბევრად ჯობდა ის არგენტინა იმ გერმანიას.2014-შიც რა ბურთების მაზეს მესიმ იგუაინმა პალასიომ და პლუს პენალტი არ დაუდეს არგენტინას.ცოტა იღბალი და მსაჯებიც უდგებიან ნემცებს

20:04 | 07.11.2022
Kobe Bean (21717)

ჯამში 7 თამაში აქვთ ნათამაშები არგენტინა-გერმანიას მსოფლიოებზე და ძირითად დროში 2 მოგება აქვს გერმანიას,4 ფრეა დაფიქსირებული და 1 არგენტინას.თუმცა მაგ 4 ფრიდან 2 ფრე რომელიც პლეიოფში მოხდა,მერე დამატებითში ან პენალტებში ნემცებმა მოიგეს და 2-1-ს ნაცვლად 4-1 ხდება მოგება

19:45 | 07.11.2022
Kobe Bean (21717)

სიმართლე რომ ვთქვა ლიგისთვის ჯერჯერობით ნაღდად არ მცხელა)))წინ მუნდიალია და რა დროს ლიგაა.ისე კი მაგ მუნდიალის შედეგი ლიგაზეც მოახდენს გავლენას.ფეხბურთელების განწყობაზე აუცილებლად აისახება მუნდიალზე ნაჩვენები თამაში და შედეგიც.მსოფლიოს ჩემპიონი ვინც გახდება იმისთვის ან საერთოდ უაზრო გახდება ლიგა,ან კარგ ხასიათზე მყოფი მერე ლიგასაც მიაყოლებს

17:56 | 07.11.2022
გ.ი.გ.ზ.ი. (43218)

მაგარი თამაშები გველის მაგრამ ჯერ შორსაა, მე უკვე მსოფლიოზე ვფიქროფ, დღეს გადავხედე ცხრილს ესეიგი გერმანია და არგენტინა თავის ჯგუფში თუ პირველზე გავიდნენ მათი გზები ნახევარფინალში იკვეთება, აი ინტრიგა მესის და არგენტინისთვის გადაულახავი ბარიერი

20:01 | 07.11.2022
Kobe Bean (21717)

გერმანია მარტო მესისთვის არა,ზოგადად არგენტინისთვისაა ძაან უხერხული მეტოქე.პლეიოფში შეხვდნენ 4-ჯერ გერმანია და არგენტინა საიდანაც 3 გერმანიამ მოიგო(1990-ში 1-0 ფინალში,2006-ში 1-1 და პენალტებში მოიგეს ნემცებმა,(მესი აქ სკამზე იყო,არ უთამაშია შესაბამისად წაგებადაც არ ეთვლება ეს თამაში),2010-ში 4-0 და 2014-ში 1-0 დამატებით დროში).არგენტინამ მოიგო ერთადერთი თამაში 1986-ში 3-2 დიეგოს დროს.გარდა პლეიოფისა 3-ჯერ ჯგუფში შეხვდნენ და 1 მოგება აქვს გერმანიას,2 ფრე.ჯამში 7 თამაშიდან არგენტინას სასარგებლოდ მხოლოდ 1 დამთავრდა.გასაგებია რამდენიმე თამაში პენალტებში ან დამატებითში მოიგეს ნემცებმა მაგრამ მაინც

21:05 | 07.11.2022
Kobe Bean (21717)

4-ჯერ კი არადა 5-ჯერ შეხვდნენ პლეიოფში საიდანაც 4 მოიგო გერმანიამ და ერთი არგენტინამ)))მოკლედ 1 მოგება მიუმატეთ გერმანიას და ეგაა

17:02 | 07.11.2022
Kobe Bean (21717)

მოდრიჩი კროოსი ვალვერდე კამავინგა ჩუამანი ტრ..ში გატენიან ბურთს ლობოტკას ზელენსკის და ანგისას.რეალი ვაბშე სხვა დონეა და უნდა გაიგოთ ამდენი.პსჟ-ს ცენტრი დიდად არ უვარგა მაგრამ მესი-ნეიმარი ყავს რომლებიც ცენტრსაც ეხმარებიან შეტევასთან ერთად და როცა ვერატი-ვიტინია-ფაბიანს მესი და ნეიმარი ეხმარება იქ ნაპოლის ცენტრი ასევე უშანსოდაა.სიტის დებრუინი ბერნარდო ყავს და მაგით ყველაფერი ნათქვამია.ეს სამი გუნდი მთავარი ფავორიტია ამ სეზონში

17:41 | 07.11.2022
irakli too (3)

ეგეთი მაგრები წელს ვერ იქნებიან მადრიდელები ძმა. მესმის ბევრჯერ იყო ისე რომ ესე ამბობდნენ და მერე ლიგა მოუგიათ, თუნდაც შარშან, თუმცა ნამდვილად ვერ დაგეთანხმები რომ რეალის ნახევარდაცვა ნაპოლისას გაიტანს. ჩელსისთან თამაში გაიხსენე ახალგაზრდა ნახევარდაცვამ რა უქნა კროოს და მოდრიჩს. პლუს ბენზოც არაა წელს გიჟურ ფორმაში, ამიტომაც ნაპოლი რომ შეხვედროდა რეალს შეიძლება მოეგო კიდეც არ დაგავიწყდეს ვინ გვყავს იქ. ვინ გააჩერებდა კვარას, ბებერი კარვახალი? მაგას არნოლდივით აქეთ-იქით წააცეკვავდა. და მითუმეტეს ეხლა გამწარებული ლივერპული მოუგებს დიდი ალბათობით ძმა.

16:54 | 07.11.2022
გ.ი.გ.ზ.ი. (43218)

მოკლეთ პსჟ გაიჩალიჩა რა, მეორე ადგილი ბაიერნის ფასად დაუჯდა თან ფორმააკრეფილის, მაგრამ თებერვალში ვინ რა ფორმაში იქნება არავინ იცის, ეხლა ლაპარაკი შანსებზე მკითხაობაა და მეტი არაფერი

16:59 | 07.11.2022
Kobe Bean (21717)

ეგ თავისთავად,თებერვლამდე წელიწადია მაგრამ მაინც მგონია რომ პსჟ დედას მოუხნავს ბაიერნს

16:29 | 07.11.2022
Kobe Bean (21717)

რეალი-ლივერპულს რაც შეეხება,წინა სეზონში ლივერპული მიიჩნეოდა ფავორიტად და წელს რეალია ფავორიტი ამ გადმოსახედიდან.გაცილებით მარტივად მოიგებენ მადრიდელები ამ სეზონში ვიდრე წინაში მოიგეს

16:23 | 07.11.2022
Kobe Bean (21717)

ეს ქნა იმან პსჟ-მ სახლში რომ ვერ მოუგო ბენფიკას და მაინდამაინც ეგ თამაში გამოტოვა მესიმ.წარმოიდგინეთ მაგ ჯგუფის მეორეადგილოსანი პსჟ ბაიერნს დაეტაკა და პირველადგილოსანი ბენფიკა ბრიუგეს.უბრალოდ რამხელა სხვაობა დაუჯდა პსჟ-ს პირველზე ვერ გასვლის გამო.არა უშავს,თუ უნდათ ლიგის მოგება ყველას უნდა მოუგონ.ნაპოლის რაც შეეხება ეს ფორმა თუ შეინარჩუნენ აინტრახტს გაივლიან,მერე კი კენჭისყრაზე იქნება დამოკიდებული ბევრი რამ.თუ მეტოქეში გაუმართლებთ ნახევარფინალსაც დადებენ

16:36 | 07.11.2022
london (1032)

ასეთ ნაპოლის ყველა გრანდთან სიტის გარდა 50% ექნება გასვლის შანსი, ყველასთან.

16:46 | 07.11.2022
Kobe Bean (21717)

პსჟ-ბავარიადან გასულთან 50 პროცენტი ექნება შანსი ნაპოლის?ან რეალთან?არ დაიჯერო ეგ.უბრალოდ მეოთხედფინალშიც გავა რამდენიმე ისეთი გუნდი(ბენფიკა-ბრიუგე,ინტერი-პორტუ,დორტმუნდი-ჩელსი,მილანი-ტოტენჰემი) რომელთანაც ნაპოლის ნაკლები შანსი არ ექნება თუ მეტიც არა.სამი ძლიერი გუნდი გავა მეოთხედფინალში,პსჟ სიტი და რეალი,დანარჩენ 4-თან ნაპოლი ზოგთან ფავორიტიც იქნება ზოგთან შეიძლება არ იყოს ფავორიტი მაგრამ თავისუფლად გააგდოს მაინც

18:40 | 07.11.2022
london (1032)

კი პსჟ-სთანაც და ბაიერნთანაც არ არიან ეგენი ისეთი რგუნდები რომ ნაპოლისნაირ გუნდს მათთან უფრო ნაკლები რომ ქონდეს და ნაპოლი რა თქმა უნდა ძაან მაგარ ფორმაშია მაგარი ფეხბურთელებით.

15:46 | 07.11.2022
saturia2 (163)

1/4 დორტმუნდი-ჩელსი გამარჯვებულს შეხვდება ნაპოლი,ჩელსიც არაა ფორმაში და ნაპოლი ცალი ფეხით ნახევარფინალშია

15:37 | 07.11.2022
KD (575)

ბოლოს როდის იყო ასეთი საინტერესო მერვედფინალები, არ მახსოვს. ლივერპული-რეალი, მილანი-ტოტენჰემი, პსჟ-ბაიერნი, დორტმუნდი-ჩელსი - იდეალური თამაშებია.
რა თქმმა უნდა ხვიჩას ნაპოლი ცალკე აღნიშვნის ღირსია.
ასევე საინტერესო წყვილია ინტერი-პორტუც. მხოლოდ ორი გუნდია, სადაც დანამდვილებით იტყვი, რომ გავლენ - ნაპოლი და სიტი. დანარჩენი ბევრად საიინტერესოა

15:26 | 07.11.2022
jimibarca (206)

თუ ასეთ ფორმაში იყვნენ, გადაურბენენ აინტრახტს, ამაზე უკეთეს მოწინააღმდეგეს ვერ ინატრებდნენ, იმიტომ რომ ფიზიკურად არავინ იყო უკეთესი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117468
სარეკლამო ადგილი - 99
X x X