სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ჩოგბურთი

23:27 | 6.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

რუნემ ჯოკოვიჩს აჯობა და მასტერსის პირველი ტიტული მოიპოვა

დანიელი თინეიჯერი ჰოლგერ რუნე პარიზის მასტერსის ჩემპიონი გახდა. ფინალში მან თვით ნოვაკ ჯოკოვიჩი, 3-6, 6-3, 7-5 დაამარცხა. რუნესთვის ეს კარიერაში მასტერსის სერიის პირველი ტიტულია.

19 წლის რუნემ ტურნირის ფინალამდე, ტოპ ათეულის ოთხი ჩოგბურთელი - პოლონელი ჰუბერტ ჰურკაჩი, რუსი ანდრეი რუბლევი, მსოფლიოს პირველი ჩოგანი, ესპანელი კარლოს ალკარასი და კანადელი ფელიქს აუგერ-ალიასიმე დაამარცხა. ამ გამარჯვებით, ახალ რეიტინგში ის ტოპ ათეულში შევა.

„მე არ ვარ ბედნიერი იმით, რომ დამამარცხე, მაგრამ მეორე მხრივ, შენს გამო მიხარია, რადგან მომწონს შენი პიროვნება. ძალიან მონდომებული ადამიანი ხარ, ვისაც ჩოგბურთი უყვარს. ბევრი საათი შრომაში გაქვს გატარებული და ამის საზღაური დღეს მიიღე. ნათელი მომავალი გაქვს“, - ასე მიმართა ახალ ჩემპიონს ტურნირის ახალმა ჩემპიონმა.

პირველ სეტში რუნე კალაპოტიდან იყო ამოვარდნილი და მეტოქის თითქმის უშეცდომო თამაშს ვერაფერს უპირისპირებდა. დანიელი კი ხშირად ცდებოდა. მაგრამ მეორე სეტში ყველაფერი შეიცვალა. რუნემ მეორე სეტის დასაწყისშივე შეძლო მეტოქის მოწოდების აღება. მან შეცდომებსაც უკლო და ზუსტი დარტყმებით, სერბს ბევრ პრობლემას უქმნიდა. ამით შედეგსაც მიაღწია და სეტებში ანგარიში გაათანაბრა.

გადამწყვეტ სეტში ჯოკოვიჩი 3-1 დაწინაურდა და თითქოს, შეხვედრაც მოგებით უნდა დაესრულებინა, მაგრამ რუნემ ბრეიკით უპასუხა, რის შემდეგაც, ჯოკოვიჩს ფიზიო დახმარება დასჭირდა. ექვსი გეიმის შემდეგ კი ანგარიში 3-3 გახდა. მე-11 გეიმში დანიელმა კიდევ ერთ ბრეიკს მიაღწია და 6-5 დაწინაურდა.

ჯოკოვიჩმა გაბრძოლება სცადა. მე-12 გეიმი 17 წუთი გაგრძელდა, რა დროშიც, მაყურებელმა ორივე ჩოგბურთელს, ფეხზე წამომდგარმა ოვაცია რამდენჯერმე გაუმართა. რუნემ, ვინც პირველ წრეში, სტენ ვავრინკასთან შეხვედრისას, სამი მატჩ პოინტი მოიგერია, ამჯერად მეტოქეს ექვსჯერ არ მისცა ბრეიკ პოინტის გამოყენების საშუალება და საბოლოოდ, გამრჯვებასაც მიაღწია.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.116395