ფეხბურთი

22:53 | 6.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

ემერი: „ამ 90 წუთის შემდეგ, შეგვიძლია ოპტიმისტები ვიყოთ“

„ასტონ ვილას“ მთავარმა მწვრთნელმა, უნაი ემერიმ, პრემიერლიგის მე-15 ტურში „მანჩესტერ იუნაიტედთან“ გამარჯვების შემდეგ (3:1), ჟურნალისტებს თავისი აზრი გაუზიარა.

„გულშემატკივრები დღეს არაჩვეულებრივები იყვნენ. ფეხბურთელებმა კი ზუსტად შეასრულეს დავალებები. ძალიან კარგი თამაში ვაჩვენეთ და ამ 90 წუთის შემდეგ, შეგვიძლია ოპტიმისტები ვიყოთ.“ - ციტირებს ესპანელი სპეციალისტის სიტყვებს BBC.

შეგახსენებთ, რომ ეს 51 წლის ემერის სადებიუტო მატჩი გახლდათ „ასტონ ვილას“ მთავარი მწვრთნელის რანგში. ბირმინგემულ კლუბში ის ოქტომბრის ბოლოს მივიდა. თუმცა, პრემიერლიგაში მას ადრეც უმუშავია, 2018-19 წლებში ის „არსენალს“ თავკაცობდა.

0.115771