ფეხბურთი

22:24 | 6.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

ლიდერი ისევ „არსენალია“
ემერის ჩინებული დებიუტი

„მანჩესტერ სიტი“ მხოლოდ ერთ დღეს გაჩერდა პრემიერლიგის სათავეში. კვირას, ლონდონურ დერბიში, „არსენალმა“ სტუმრად „ჩელსი“ 0:1 დაამარცხა, 34 ქულა მოაგროვა და კვლავ გალიდერდა.

საინტერესოა, რომ „მეთოფეები“ ბოლო წლებში „არისტოკრატებთან“ სტუმრად წარმატებით თამაშობენ. ეს მათი მიჯრით მესამე მოგება გახლდათ „სტემფორდ ბრიჯზე.“

ვერ ვიტყვით, რომ დერბიმ გაამართლა მოლოდინი. სახიფათო მომენტები იშვიათად იქმნებოდა, თუმცა ბრძოლა ბევრი იყო. ბურთს უფრო ხშირად სტუმრები ფლობდნენ და 63-ე წუთზე გაიტანეს კიდეც, საკამ ოსტატურად მოაწოდა კუთხური მეტოქის საჯარიმოში და იქ ყვეალს ბრაზილიელმა გაბრიელმა დაასწრო - 0:1.

„ჩელსის“კიდევ საკმაოდ რჩებოდა დრო თამაშის გადასარჩენად, მაგრამ არაფერი გამოუვიდა.

წარმატებული დებიუტი ჰქონდა უნაი ემერის „ასტონ ვილაში.“ ბირმინგემელებმა „,მანჩესტერ იუნაიტედს“ 3:1 მოუგეს. რაც მთავარია, თამაშით აჯობეს. სტუმრებს კრიშტიანუ რონალდუ კაპიტნობდა. მანკუნიანელებმა 5-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტეს.

„ასტონ ვილამ“ „მანჩესტერს“ შინ 1995 წლის შემდეგ პირველად მოუგო. რაც ჯამში 23 მატჩს უდრის.

„ნიუკასლი“ ნელ-ნელა ეჩვევა ლიდერებში ყოფნას. ამჯერად ედი ჰაუს შეგირდებმა სტუმრად „საუთჰემპტონი“ 1:4 გაანადგურეს და მესამე ადგილზე დადგნენ. მათ ტოტენჰემს გაუსწრეს, რომელმაც დღის გვიან მატჩში, შინ „ლივერპულთან“ 1:2 წააგო. მერსისაიდელთაგან დუბლით გამოირჩა სალაჰი, ერთი საპასუხო კი კეინმა გაიტანა.

ეს იურგენ კლოპის გუნდის სტუმრად პირველი გამარჯვება გახლდათ პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში.

ინგლისი

პრემიერლიგა

მე-15 ტური. 6 ნოემბერი

ჩელსი - არსენალი 0:1

ლონდონი. „სტემფორდ ბრიჯი“

0:1 გაბრიელი (63)

ჩელსი: მენდი, კუკურელია, ტიაგუ სილვა, ჩალობა, ასპილიკუეტა, ლოფტუს-ჩიკი (კოვაჩიჩი 78), ჟორჟინიო, მაუნტი (პულიშიჩი 78), სტერლინგი, ჰავერცი (გალახერი 64), ობამეიანგი (ბროია 64)

მწვრთნელი: გრემ პოტერი

არსენალი: რემსდეილი, ზინჩენკო (ტირნი 78), გაბრიელი, სალიბა, უაითი, ედეგორი (ელნენი 87), პარტეი, ჯაკა, მარტინელი (ჰოლდინგი 90+4), ჟეზუსი, საკა

მწვრთნელი: მიკელ არტეტა

მსაჯი: მაიკლ ოლივერი

გაფრთხილება: ობამეიანგი (27), ასპილიკუეტა (51), ჩალობა (60), გალახერი (85), სტერლინგი (89); საკა (42), უაითი (80)

ტოტენჰემი - ლივერპული 1:2

ლონდონი. „ტოტენჰემ ჰოთსფური“

0:1, 0:2 სალაჰი (1, 40), 1:2 კეინი (70)

ტოტენჰემი: ლორისი, დევისი, ლანგლე, დაიერი, ემერსონი (დოჰერტი 68), სესენიონი (კულუშევსკი 68), ბისუმა (მოურა 88), ჰოიბერგი, ბენტანკური, პერიშიჩი, კეინი

მწვრთნელი: ანტონიო კონტე

ლივერპული: ალისონი, ალექსანდერ-არნოლდი, კონატე, ვან დეიკი, რობერტსონი, ფაბინიო, ალკანტარა, ელიოტი (ჰენდერსონი 74), სალაჰი (ოქსლეიდ-ჩემბერლენი 90+2), ფირმინო (ჯონსი 74), ნუნიესი (გომესი 87)

მწვრთნელი: იურგენ კლოპი

მსაჯი: ენდი მედლი

გაფრთხილება არ ყოფილა

ასტონ ვილა - მანჩესტერ იუნაიტედი 3:1

1:0 ბეილი (7), 2:0 დინი (11), 2:1 რემზი (45 საკ. კარში), 3:1 რემზი (49)

საუთჰემპტონი - ნიუკასლი 1:4

0:1 ალმირონი (35), 0:2 ვუდი (58), 0:3 უილოკი (62), 1:3 პერო (88), 1:4 გიმარაინსი (90+1)

ვესტ ჰემი - კრისტალ პალასი 1:2

1:0 ბენრაჰმა (20), 1:1 ზაჰა (42), 1:2 ოლისე (90+4)

0.124084