ფეხბურთი

21:37 | 6.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ვალენსიას" მოუგებელი სერია გაიზარდა, მამარდაშვილმა "სოსიედადთან" კარგად ითამაშა

ესპანეთის ლა ლიგის მე-13 ტურში „ვალენსია“ სტუმრად „სოსიედადს“ დაუპირისპირდა და ფრეს დასჯერდა - 1:1.

„სოსიედადი“ მეათე წუთზე დაწინაურდა. მამარდაშვილის კარში გოლი მისმა თანაგუნდელმა უგო გილამონმა გაიტანა, რომელმაც ბურთი მეტოქესაც ჩაუჭრა და თავის კარშიც ჩაჭრა. მე-17 წუთზე „სოსიედადს“ არიტც ელუსტონდო გაუძევეს და ბასკები მინდორზე კაცნაკლული დარჩნენ.

„ღამურებს“ გასათანაბრებლად ბევრი დრო არ დასჭირვებიათ. 25-ე წუთზე სამუელ ლინომ ძლიერი და ტექნიკური დარტყმით გაიტანა და წონასწორობა აღადგინა. დარჩენილ დროში კი ჯენარო გატუზოს გუნდის მცდელობის მიუხედავად ანგარიში აღარ შეცვლილა. ამრიგად, „ვალენსიას“ ლა ლიგაში 5 ტურია არ მოუგია.

გიორგი მამარდაშვილს განსაკუთრებით ბევრი საქმე პირველ ტაიმში ჰქონდა, როდესაც გუნდი ოთხჯერ გადაარჩინა და მთლიანობაში მან ძალიან დამაჯერებლად ითამაშა. გაშვებულ გოლშიც ბრალი არ მიუძღვის. მას მიმდინარე სეზონის 13 მატჩში 15 გოლი აქვს გაშვებული, კარი კი მშრალად ორჯერ შეინახა.

„ვალენსია“ 16 ქულით სატურნირო ცხრილში მე-11 პოზიციაზეა, 10 ნოემბერს კი „მესტალიაზე“ „ბეტისს“ დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116723