ძიუდო

17:50 | 6.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

ლუკა მაისურაძემ ბაქოს გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ბაქოს გრანდ სლემი საქართველოს ნაკრებმა ორი მედლით დაასრულა. ბოლო საშეჯიბრო დღეს ლუკა მაისურაძე ბრინჯაოს დაეუფლა.

90 კგ წონით კატეგორიაში ქართველმა ძიუდოისტმა აზერბჯაიჯენელი ნიჰად შიხალიზადა, მონღოლი, მუნხბაიარ ბატოგტოხი და ყირგიზი ერლან შეროვი დაამარცხა, ხოლო ნახევარფინალში შვედ მარკუს ნიმანთან წააგო. ბრინჯაოსთვის შეხვედრაში მაისურაძემ აზერბაიჯანელი მამადალი მეხდიევი ვაზარით დაამარცხა და მედალს დაეუფლა.

დღეს ტატამიზე სხვა ქართველებიც გავიდნენ - ილიას სულამანიძე, გურამ თუშიშვილი, საბა ინანეიშვილი და სოფიო სომხიშვილი, მაგრამ მედლისთვის ბრძოლა ვერცერთმა მოახერხა.

შეგახსენებთ, რომ ლუკა მაისურაძემდე ბაქოს გრანდ სლემზე ასევე ბრინჯაოს მედალი ლაშა შავდათუაშვილმა მოიპოვა.

0.127188