„ლოს ანჯელესი“ ამერიკის ჩემპიონი გახდა. სტივენ ჩერუნდულოს გუნდმა ფინალში „ფილადელფია“ ძალზე დრაამტულ ბრძოლაში, პენალტების სერიაში დაამარცხა.
შეხვედრის ძირითადი დრო ფრედ, 2:2 დასრულდა და დამატებითი დაინიშნა, რომლის მეოთხე კომპენსირებულ წუთზე „ფილადელფია“ დაწინაურდა და მოგებასთან ძალიან ახლოს იყო, მაგრამ 128-ე წუთზე გარეთ ბეილმა მოახერხა ანგარიშის გათანაბრება და შედეგად, საქმე პენალტების სერიამდე მივიდა.
თერთმეტმეტრიანებში „ლოს ანჯელესი“ გაცილებით უკეთესი იყო, მეტოქეს 3:0 აჯობა და MLS-ის ჩემპიონი ისტორიაში პირველად გახდა.