ძიუდო

12:32 | 6.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

მსოფლიო ჩემპიონატი პარა ძიუდოში: მედლებისთვის 13 ქართველი სპორტსმენი იბრძოლებს

8-10 ნოემბერს, აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში სტარტს აიღებს მსოფლიო ჩემპიონატი პარა ძიუდოში, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრები უძლიერესი შემადგენლობით იქნება წარმოდგენილი. პლამეტის პირველობაზე უმაღლესი შედეგებისთვის 13 პარასპორტსმენი იბრძოლებს.

აღსანიშნავია, რომ ტრავმა მოიშუშა ტოკიოს ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორმა რევაზ ჩიკოიძემ, რომლისთვისაც პარალიმპიადის მერე ბაქოში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატი პირველი ტურნირი იქნება. ასევე ტატამზე გავა რიოს პარალიმპიური თამაშების გამარჯვებული ზვიად გოგოჭური, რომელიც მოქმედი მსოფლიო ჩემპიონია.

საქართველოს პარა ძიუდოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა და განრიგი შემდეგია:

- უსინათლოთა (J1) კატეგორია:

8 ნოემბერი:

მიხეილ შიობრიშვილი (-73 კგ) 9 ნოემბერი: გიორგი ბერიძე (- 90) - მცირემხედველთა (J2) კატეგორია; 8 ნოემბერი: ზურაბ ზურაბიანი (-60 კგ) ნუკრი მიღრიჯანაშვილი (-60 კგ) გიორგი ქალდანი (-73 კგ) ბაჩუკი შელია (-73 კგ)

9 ნოემბერი:

ლაშა ყიზილაშვილი (-90 კგ) ზვიად გოგოჭური (-90 კგ) რევაზ ჩიკოიძე (+100 კგ) ინა ქალდანი (-70 კგ)

გეტყვით, რომ 10 ნოემბერს გაიმართება გუნდური შეჯიბრი, სადაც ჩვენს პარასპორტსმენებს გიორგი გამჯაშვილი და ნიკოლოზ დვალი დაემატებიან.

0.116767