ფეხბურთი

12:06 | 6.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

პიოლი: "ნაპოლი" ყველა თამაშის მოგებას თუ გააგრძელებს, ცხადია ჩემპიონობის ფავორიტი იქნება"

„მილანის“ მთავარმა მწვრთნელმა სტეფანო პიოლიმ „სპეციასთან“ მატჩის (2:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ ახლა მისი გუნდის მიზანი მსოფლიოს ჩემპიონატის პაუზამდე ქულათა მაქსიმუმის დაგროვებაა.

„გვინდა, რომ 13 ნოემბერს, მსოფლიოს ჩემპიონატის პაუზას სატურნირო ცხრილში მაქსიმალურად საუკეთესო პოზიციაზე შევხვდეთ. მერე კი, ცხადია, რომ „ნაპოლი“ ჩემპიონობისთვის ბრძოლაში ფავორიტი იქნება, თუ ისინი ყველა თამაშის მოგებას გააგრძელებენ. თამაში უნდა გავაუმჯობესოთ, კიდევ რაღაც არის საჭირო მეტოქის საჯარიმოში თამაშის კუთხით, რომ უფრო მეტი გოლი გავიტანოთ“, - თქვა პიოლიმ.

შეგახსენებთ, „მილანი“ „ნაპოლის“ 6 ქულით ჩამორჩება. „როსონერი“ უახლოეს შეხვედრას 8 ნოემბერს, სტუმრად ლუკა ლოჩოშვილის „კრემონეზესთან“ გამართავს.

0.116172