ფეხბურთი

10:26 | 6.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

ნეაპოლელი ჟურნალისტი: "ეჭვი არ მეპარება, რომ კვარა "ემპოლისთან" ითამაშებს"

ნეაპოლელმა ჟურნალისტმა კარლო ალვინომ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ 8 ნოემბერს, „ემპოლისთან“ ქართველი ფეხბურთელი ითამაშებს.

როგორც მან თქვა, ის დარწმუნებულია, რომ ტრავმა საგანგაშო არაა და ხვიჩა სამშაბათს მოედანზე იქნება.

„ეჭვიც არ მეპარება, რომ კვარა სამშაბათს ითამაშებს, დარწმუნებული ვარ, ძირითად შემადგენლობაში იქნება. არ მგონია, რომ წელის ეს პრობლემა 24-48 საათზე მეტ ხანს გაგრძელდეს. ამას ვამბობ, არა მხოლოდ ოპტიმიზმის გამო, არამედ რეალისტურად“, - თქვა ალვინომ.

0.112374