ფეხბურთი

20:37 | 5.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

"დინამო ბათუმმა" "თელავს" მოუგო და გალიდერდა

საქართველოს ეროვნული ლიგის 33-ე ტურში მოქმედი ჩემპიონი „დინამო ბათუმი“ სტუმრად „თელავს“ დაუპირისპირდა და 2:0 დაამარცხა.

გია გეგუჩაძის გუნდმა მეტოქე მეორე ტაიმში გატეხა. ჯერ ანგარიში პაატა ღუდუშაურმა გახსნა, ხოლო შემდეგ უპირატესობა ჯოვინო ფლამარიონმა გაზარდა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

„დინამო ბათუმმა“ 73 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში გალიდერდა, მაგრამ „დინამო თბილისი“ ერთი ქულით ჩამორჩება და ამ ტურის მატჩს 6 ნოემბერს, „ლოკომოტივთან“ ჩაატარებს.

„თელავი“ – „დინამო ბათუმი“ 0:2 (0:0)

გოლები: 0:1 ღუდუშაური (70), 0:2 ჯოვინო (75)

0.118828