ფეხბურთი

15:00 | 5.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

"შახტარი" მუდრიკს 60 მილიონ ევროდ შეელევა

დონეცკის „შახტარი“ მზადაა მიხაილო მუდრიკი გაყიდოს, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ სასურველი შეთავაზების მიღების შემთხვევაში.

უკრაინული მედიის ცნობით, დონეცკელები 21 წლის ფეხბურთელზე შეთავაზებებს განიხილავენ, თუ მსურველი კლუბი 60 მილიონ ევროს გადაიხდია. ჯერჯერობით, მუდრიკზე „შახტარს“ კონკრეტული წინადადებები არ აქვს, თუმცა, ცნობილია, რომ ყველაზე სერიოზულ ინტერესს ლონდონის „არსენალი“ და მისი მთავარი მწვრთნელი მიკელ არტეტა იჩენს.

შეგახსენებთ, რომ მიხაილო მუდრიკმა მიმდინარე სეზონში 12 მატჩი ჩაატარა, 7 გოლი გაიტანა და 7 საგოლე პასი გააკეთა.

0.122815