„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა აღნიშნა, რომ მისთვის „ნაპოლის“ თამაშის შესწავლა საფეხბურთო სიამოვნება იყო. როგორც გერმანელმა სპეციალისტმა თქვა, ლუჩანო სპალეტის გუნდში ყველაფერი იდეალურად ფუნქციონირებს.
„საფეხბურთო თვალსაზრისით სპალეტის გუნდის გაანალიზება ჩემთვის სუფთა სიხარული იყო. იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად ძლიერია ამ მომენტში „ნაპოლი“, რამდენად მარტივად თამაშობენ, როგორი გოლები გააქვთ, როგორ ტემპში თამაშობენ, ეს სიგიჟეა. ყველაფერი შესანიშნავად მუშაობს.
ამიტომ, ჩვენთვის ყველაზე დიდი გამოწვევა იყო, რომ მათ არ გამოევლინათ მთელი პოტენციალი და მიხარია, რომ მოვიგეთ. თუმცა არ ვიტყვი, რომ გამარჯვებით გაკვირვებული ვარ, რადგან ვიცი, რომ კარგად თამაში შეგვიძლია“, - თქვა კლოპმა.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლიმ“ მიმდინარე სეზონში პირველი თამაში სწორედ „ლივერპულის“ წინააღმდეგ წააგო.