ფეხბურთი

0:33 | 5.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ჩაკვეტაძე კონფერენს ლიგის ჯგუფური ეტაპის საუკეთესო მეპასეთა შორის მეორე ადგილზეა

კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ბრატისლავის „სლოვანის“ ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე საუკეთესო მეპასეებშია.

ქართველმა ფეხბურთელმა ექვს თამაშში 4 საგოლე პასი გააკეთა, რაც ტურნირზე მეორე შედეგია. გიორგის მხოლოდ ფლორენციის „ფიორენტინას“ თავდამსხმელმა კრისტიან კუამემ აჯობა, რომლის აქტივში 5 შედეგიანი გადაცემაა.

„ჩაკვე“ მეორე-მესამე ადგილებს „დიურგარდენის“ ფეხბურთელ მაგნუს ერიქსონთან ერთად იყოფს, რომელსაც ასევე 4 ასისტი აქვს.

შეგახსენებთ, რომ „სლოვანი“ ჯგუფიდან პირველი ადგილით გავიდა და პირდაპირ მერვედფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.

0.116641