იტალიის ნაკრებისა და „ინტერის“ ყოფილმა ფეხბურთელმა ფულვიო კოლოვატიმ ხვიჩა კვარაცხელიაზე კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ ის ევროპაში ყველაზე გადამწყვეტი მოთამაშეა.
„ევროპაში არავინაა კვარაცხელიასავით გადამწყვეტი მოთამაშე. ალექსანდერ-არნოლდმა მას ვერაფერი მოუხერხა, მიუხედავად იმისა, რომ ის ინგლისის ნაკრების წევრია და არა დამწყები მოთამაშე“, - თქვა კოლოვატიმ.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ ყველა ტურნირზე ჩატარებულ 17 შეხვედრაში 8 გოლი გაიტანა, 8 საგოლე პასი გააკეთა და სამჯერ პენალტი მოიპოვა.