ფეხბურთი

19:35 | 4.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

ხვიჩა კვარაცხელია "ატალანტას" წინააღმდეგ ვერ ითამაშებს

„ნაპოლის“ ხვიჩა კვარაცხელია გამოაკლდა და ბერგამოს „ატალანტას“ წინააღმდეგ ქართველი ფეხბურთელი ვერ ითამაშებს. ინფორმაცია ნეაპოლური გუნდის ვებგვერდმა გაავრცელა.

როგორც კლუბი იტყობინება, ხვიჩას წელის მწვავე ტკივილი აქვს, რის გამოც „ატალანტასთან“ თამაშს გამოტოვებს. ამ ეტაპზე მისი დაზიანების ხარისხი უცნობია. 21 წლის ფეხბურთელი გუნდს ბერგამოში არ გაჰყვება. Area Napoli წერს, რომ დაზიანება საგანგაშო არაა და გუნდმა უბრალოდ რისკს თავი აარიდა. წესით, კვარამ სამშაბათს, "ემპოლისთან" თამაში უნდა მოახერხოს და ფეხბურთელსაც მოედანზე სწრაფად დაბრუნების სურვილი აქვს.

ხვიჩასთვის ეს სეზონში პირველი თამაშია, რომელსაც გამოტოვებს. მართალია, მანამდე „რეინჯერსის“ წინააღმდეგ არ გასულა მოედანზე, მაგრამ ეს სამწვრთნელო შტაბის არჩევანი იყო, ამჯერად კი მას დაზიანება აღენიშნება.

შეგახსენებთ, „ატალანტასა“ და „ნაპოლის“ მატჩი 5 ნოემბერს, თბილისის დროით 21:00 საათზე გაიმართება.

0.121018