ფეხბურთი

18:00 | 4.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

გასპერინი: "კვარაცხელიას ტრანსფერით ჩანს, რომ იდეები ფულზე მნიშვნელოვანია"

ბერგამოს „ატალანტას“ მთავარმა მწვრთნელმა ჯამპიერო გასპერინიმ „ნაპოლისთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა, სადაც ლუჩანო სპალეტის გუნდი შეაქო და ხვიჩა კვარაცხელიაზეც გააკეთა კომენტარი.

„კლუბის ხელმძღვანელობის და ჯუნტოლის დიდი დამსახურება უნდა აღვნიშნოთ, მათ არაპირველი დონის ჩემპიონატში გასაოცარი მოთამაშე იპოვეს. იდეები ფულზე ძვირფასია. „ნაპოლით“ გაოცებული ვარ, მათი თამაშის ხარისხის, გუნდური ერთსულოვნებითა და ასევე ამ ახალწვეული მოთამაშეებით, რომლებიც დაიმატეს. მათ გუნდს დიდი იმპულსი მისცეს“, - თქვა გასპერინიმ.

შეგახსენებთ, „ატალანტასა“ და „ნაპოლის“ მატჩი 5 ნოემბერს, თბილისის დროით 21:00 საათზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112132