ფეხბურთი

13:57 | 4.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

კვარაცხელიას მანქანა GPS-ით იპოვეს, თანაგუნდელები კი ვარჯიშზე ლამაზი ჟესტით დახვდნენ

ნეაპოლში ხვიჩა კვარაცხელიას მანქანა მოპარეს, რომელიც პოლიციამ იპოვა და შესაბამისად, ფეხბურთელს დაუბრუნა, მაგრამ დამნაშავეები ჯერ არ უპოვიათ.

იტალიური მედია ძარცვის შესახებ წერს და როგორც გაირკვა, კვარაცხელიას სახლიდან სხვა არაფერი წაუღიათ - არც ძვირფასეულობა, არც მობილური ტელეფონები და არც ქართველი ფეხბურთელის მაისურები, რომელიც ახლა ძალიან ფასობს.

კრიმინალები მიზანმიმართულად მანქანის მოსაპარად იყვნენ სახლში შესული. ახლა პოლიცია ვიდეოკამერების ჩანაწერებს ამუშავებს, რომ დამნაშავეების იდენტიფიცირება მოახდინონ. ამასთან ცნობილია, რომ სამართალდამცავებმა ავტომობილს GPS-სი მეშვეობით მიაგნეს.

აქვე ისიც ვთქვათ, რომ კვარაცხელიას „ნაპოლის“ ვარჯიში ინციდენტის მიუხედავად, ვარჯიში არ გაუცდენია და ის გუშინვე კასტელ ვოლტურნოში გამოცხადდა. Spazio Napoli წერს, რომ მას მთელი გუნდი განსაკუთრებულად დახვდა ვარჯიშზე და ყველა მის გარშემო შეიკრიბა, რათა კვარას გახალისება ეცადათ და ქართველ ფეხბურთელს მომხდარზე განსაკუთრებული ყურადღება არ გაემახვილებინა.

შეგახსენებთ, რომ "ნაპოლი" 5 ნოემბერს, სტუმრად, ბერგამოს "ატალანტას" დაუპირისპირდება.

0.112714