იტალიური „ნაპოლი“ პიოტრ ზელინსკისთან ახლი კონტრაქტის გაფორმებაზე მუშაობს. ამის შესახებ Corriere Dello Sport-ი იტყობინება.
წყაროს თანახმად, აურელიო დე ლაურენტისი მოლაპარაკებებში პირადადაა ჩართული და 28 წლის პოლონელი ფეხბურთელის შენარჩუნებას ცდილობს, რომელსაც კლუბთან კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულში ეწურება. ჯერჯერობით, სხვა დეტალები უცნობია.
პიოტრ ზელინსკი „ნაპოლის“ წევრი 2016 წლიდანაა და მას შემდეგ 299 მატჩში 44 გოლი გაიტანა, მიმდინარე სეზონში კი 18 თამაშში თავი 4 გოლით გამოიჩინა.