ჩოგბურთი

1:20 | 4.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

ნადალს ATP-ს ფინალში გამარჯვების იმედი არ აქვს

რაფაელ ნადალი კორტს დაუბრუნდა, მაგრამ პარიზის მასტერსს სწრაფად გამოეთიშა და განაცხადა, რომ სეზონის დამამთავრებელ, ATP-ს ფინალში წარმატების იმედიც არ აქვს. რაფამ ამერიკელ ტომი პოლთან თამაში ადრეული ბრეიკით კი დაიწყო, მაგრამ უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და 3-6, 7-6(4), 6-1 დამარცხდა.

დიდი სლემის 22 ტიტულის მფლობელისთვის, ეს პირველი თამაში იყო მას შემდეგ, რაც აშშ-ის ღია პირველობის მეოთხე წრეში დამარცხდა. მაშინ მან საკუთარ თავს მცირე პაუზის უფლება მისცა, რათა პირველი შვილის დაბადებისთვის მომზადებულიყო.

ნადალს არასდროს მოუგია ATP ტურის ფინალი, რომელიც ტურინში, 13-20 ნოემბერს გაიმართება. თუმცა ორჯერ ფინალს კი მიაღწია.

„მე ისიც მომწონს, რომ ვთამაშობ. გასულ თვეებში საუკეთესო შედეგებით ვერ დავიკვეხნიდი. ტურზე ბოლო ხუთ თვეში ბევრი არც მითამაშია. ჩემთვის ეს უფრო ვარჯიში იყო. ახლა სწორედ ეს მჭირდება. ახლა წარმოუდგენლად მეჩვენება, გამოვიდე მსოფლიო ტურის ფინალში და იქ მოგების იმედი მქონდეს. მითუმეტეს, ეს ტურნირი აქამდე არასდროს მომიგია“, - ამბობს ნადალი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116287