საქართველოს ნაკრებისა და „ნაპოლის“ ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას მანქანა იპოვეს. ამის შესახებ ნეაპოლიტანური გამოცემები იტყობინებიან.
როგორც ცნობილი გახდა. Mini Countryman-ის მარკის ავტომობილი კაზერტას პროვინცია ტრენტოლა-დუჩენტაში, ერთ-ერთ ქუჩაზე გაჩერებული იპოვეს და მანქანა კარგ მდგომარეობაშია. ამრიგად, პოლიცია ხვიჩას თავის კუთვნილ ავტომობილს დაუბრუნებს. Calcionapoli24 წერს, რომ მანქანა პოლიციამ რეკორდულ დროში იპოვა.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას მანქანა მისი სახლიდან მოიპარეს, ღამის განმავლობაში, როდესაც მას ეძინა. ქართველმა ფეხბურთელმა პოლიციაში საჩივარი შეიტანა, რამაც შედეგი მალევე გამოიღო, რადგან ავტომობილი სამართალდამცავებმა იპოვეს.