ჩოგბურთი

0:21 | 4.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

ალკარასმა და ჯოკოვიჩმა წინსვლა გააგრძელეს

პარიზის მასტერსზე მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა, ესპანელმა კარლოს ალკარასმა ბულგარელი გრიგორ დიმიტროვი 6-1, 6-3 დაამარცხა და მეოთხედფინალში გავიდა. ტურნირის მოქმედმა ჩემპიონმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა კი რუს კარენ ხაჩანოვს 6-4, 6-1 მოუგო.

პირველ ნომრად განთესილი ალკარასი დასაწყისიდანვე დომინირებდა. პირველ სეტში თავის მოწოდებაზე მხოლოდ ორი ქულა დაკარგა. მეორე სეტში ბულგარელმა გაბრძოლება სცადა, მაგრამ ალკარასმა უპირატესობა არ დაუთმო და საქმე საათსა და 12 წუთში მოამთავრა.

„გრიგორის დონე უფრო მაღალია, ვიდრე დღეს ნახეთ. მაგრამ მეც ძალიან კარგად ვითამაშე. მეორე სეტის ბოლოს გამიჭირდა. მან უკეთ თამაში დაიწყო. მას შანსები ჰქონდა. ჩემთვის მთავარი იყო, სიმშვიდე შემენარჩუნებინა და ეს შევძელი“, - განაცხადა ალკარასმა, ვისაც ამ სეზონში მასტერს 1000-ის სერიის უკვე ორი ტიტული აქვს მოპოვებული.

ჯოკოვიჩს პარიზული მასტერსი ექვსჯერ აქვს მოგებული. მან მეტოქეს მცირე შანსიც არ დაუტოვა და ახლა იტალიელ ლორენცო მუსეტისთან მოუწევს თამაში, ვინც როლან გაროსის ფინალისტს, ნორვეგიელ კასპერ რუუდს 4-6, 6-4, 6-4 მოუგო.

0.128124