ფეხბურთი

18:29 | 3.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

ნეაპოლში ხვიჩა კვარაცხელიას მანქანა მოიპარეს

ხვიჩა კვარაცხელიას ნეაპოლში, სახლიდან მანქანა მოპარეს. როგორც Corriere Dello Sport-ი იტყობინება, დამნაშავეებმა Mini Countryman-ი მოიპარეს.

საინტერესოა, რომ აღნიშნული ავტომობილი კვარამ 28 სექტემბერს იყიდა. სავარაუდოდ, შემთხვევაში ღამით მოხდა და ქართველ ფეხბურთელს ინციდენტის დროს ეძინა.

იტალიური პრესა წერს, რომ კვარაცხელიამ პოლიციაში საჩივარი უკვე შეიტანა და შესაბამისად, სამართალდამცავი უწყებები საქმეზე მუშაობენ. ნეაპოლიტანური მედიის ცნობით, კვარაცხელიამ ინციდენტის მიუხედავად დღეს გუნდთან ერთად ბაზაზე ივარჯიშა და ბერგამოს „ატალანტასთან“ შეხვედრისთვის შეუფერხებლად ემზადება.

0.115744