„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა ფეხბურთელები დაიცვა და განაცხადა, რომ კატარში მსოფლიოს ჩემპიონატს პროტესტი მოთამაშეებმა არ უნდა გამოუცხადონ, რადგან ისინი არაფერ შუაში არ არიან.
„არ არის სამართლიანი ფეხბურთელებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება. თუ ვინმეს გაკრიტიკება გვინდა, ისინი უნდა გავაკრიტიკოთ, ვინც ეს გადაწყვეტილება 10 წლის წინ მიიღო და ჩვენ მაშინ ამ გადაწყვეტილებას შევეგუეთ. უსამართლოა იმის მოლოდინი, რომ ფეხბურთელები კატარში წავლენ და ხმაურიან პოლიტიკურ განცხადებებს გააკეთებენ, ისინი იქ უბრალოდ ფეხბურთის სათამაშოდ მიდიან. ფეხბურთელების ბევრი მათგანი 10 წლის იყო, როცა მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლად კატარი აირჩიეს“, - თქვა კლოპმა.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატი 20 ნოემბერს დაიწყება და 18 დეკემბერს დასრულდება. მუნდიალი ზამთარში ისტორიაში პირველად ჩატარდება.