„ბარსელონას“ ხელმძღვანელობა იმედოვნებს, რომ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას, „ჩელსის“ ნახევარმცველის, ჟორჟინიოს შეძენას მოახერხებს. ამ გარიგებით პირადად კლუბის დირექტორი, მატეუ ალემანია დაინტერესებული და უკვე ფეხბურთელის აგენტსაც ესაუბრა - გვამცნობს Diario Sport.
ჟორჟინიოს წარმომადგენელი კი ამბობს, რომ გაიტალიელებული ბრაზილიელი სიამოვნებით ითამაშებდა კატალონიურ კლუბში.
„ბარსელონას“ ხელმძღვანელობაში სჯერათ, რომ ამ დონის ფეხბურთელს შეუძლია ტიტულების მოგებაში დაეხმაროს. ტიტულების, რომლებიც მათ მიმდინარე სეზონში კიდევ შეიძლება თეორიულად მოიპოვონ.
30 წლის ჟორჟინიოს „ჩელსისთან“ კონტრაქტს ვადა 2023 წლის ზაფხულში ეწურება.