ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-6 ტურში, „შახტართან“ გატანილი გოლი „ლაიპციგის“ ფრანგმა ნახევარმცველმა, კრისტოფერ ნკუნკუმ, ორიგინალურად აღნიშნა.
24 წლის ნკუნკუმ მე-10 წუთზე გახსნა ანგარიში (მატჩი „ლაიპციგმა“ 4:0 მოიგო), წინდიდან წითელი ბუშტი ამოიღო და კამერების წინ გაბერა. თურმე ასეთ რიტუალს ის თავის შვილს შეჰპირებია და პატარას გული გაუხარა.
ეს ფრანგის მესამე გოლი გახლდათ ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში. ბრიტანული მედიის ინფორმაციით კი, დიდი შანსია ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას ნკუნკუ „ჩელსის“ ფეხბურთელი გახდეს.