ფეხბურთი

12:37 | 3.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

იბრაჰიმოვიჩი: „პრობლემა მბაპეს მშობლებია“

„პარი სენ-ჟერმენის“ ყოფილმა, ამჟამად კი „მილანის“ 41 წლის თავდამსხმელმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა, ჟურნალისტებს პსჟ-ის ფეხბურთელის, კილიან მბაპეს შესახებ გაუზიარა თავისი აზრი.

„მბაპეს პირადად არ ვიცნობ. თუმცა, ის ფანტასტიკური მოთამაშეა. მაგრამ როცა დისციპლინა აღარ გაქვს, ინდივიდუალურობას კარგავ. გასაგებია რატომ არის ზიდანი - ზიდანი. მბაპე მას ბაძავს? მაშინ განუწყვეტლივ პროგრესზე უნდა ფიქრობდეს და კმაყოფილებაში არ ჩავარდეს.

„რეალში“ არგადასვლით მან პარიზული კლუბისთვის კარგი გადაწყვეტილება მიიღო. მაგრამ არა თავისთვის. შეიქმნა სიტუაცია, როცა ის კლუბზე მეტია და პსჟ-მა მას ამისთვის ყველა საშუალება მისცა. მაგრამ კლუბზე მეტი ვერასოდეს იქნები.

პრობლემა მის მშობლებში, ადვოკატებში, აგენტებში და მწვრთნელებშია. ახალი თაობის მშობლები რატომღაც მიიჩნევენ, რომ თავად გახდნენ ვარსკვლავები და თავს ბევრის უფლებას აძკლევენ. ინტერვიუებს არიგებენ. მაგრამ რას წარმოადგენენ ისინი? ჯობს გაჩუმდნენ და შვილი მუშაობას და დისციპლინას შეაჩვიონ.“ - ციტირებს შვედი ვარსკვლავის სიტყვებს Marca.

0.149311