ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-6 ტურის მატჩში „სევილიას“ წინააღმდეგ (3:1), „მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველი, კევინ დე ბრუინი, საგოლე პასით გამოირჩა. შედეგად, 2022 წელს მან „ქალაქელების“ მიერ ჩატარებულ 41 მატჩში, 40 გოლში მიიღო მონაწილეობა. 16 ბურთი გაიტანა და 24 შედეგიანი გადაცემა შეასრულა. ეს პრემიერლიგის ფეხბურთელებს შორის საუკეთესო მაჩვენებელია.
ხუთეულში ასევე შედიან: ჰარი კეინი („ტოტენჰემი“) – 38, მოჰამედ სალაჰი („ლივერპული“) – 32, სონი („ტოტენჰემი“) – 27 და ჯეიმს მედისონი („ლესტერი“) – 25.