ფეხბურთი

2:24 | 3.11.2022 | ნანახია 2388 - ჯერ

"ბენფიკამ" ჯგუფში პსჟ-ს აჯობა, "მილანი" პლეი-ოფში დაბრუნდა

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი დასრულდა და ყველა მერვედფინალისტი ცნობილია. პლეი-ოფის საგზური მოიპოვა „მილანმა“, რომელმაც „ზალცბურგთან“ შეცდომა არ დაუშვა და იოლად მოიგო.

„როსონერიმ“ მეტოქე 4:0 გაანადგურა. დუბლი შეასრულა ოლივიე ჟირუმ, ხოლო თითოჯერ რადე კრუნიჩმა და ჟუნიორ მესიასმა გაიტანეს. „მილანმა“ ასპარეზობა 10 ქულა დააგროვა და ჯგუფში მეორე ადგილი ერგო. სხვათა შორის, ლომბარდიული გუნდი ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში 2014 წლის შემდეგ პირველად ითამაშებს. ამ ჯგუფში პირველი ადგილი „ჩელსიმ“ დაიკავა, ევროპა ლიგაზე „ზალცბურგმა“ გადაინაცვლა.

„ჩელსი“ – „დინამო ზაგრები“ 2:1 (2:1)

გოლები: 0:1 პეტკოვიჩი (7), 1:1 სტერლინგი (18), 2:1 ზაკარია (30)

„მილანი“ – „ზალცბურგი“ 4:0 (1:0)

გოლები: 1:0 ჟირუ (14), 2:0 კრუნიჩი (46), 3:0 ჟირუ (57), 4:0 მესიასი (90)

1. ჩელსი 6 4 1 1 10 4 6 13
2. მილანი 6 3 1 2 12 7 5 10
3. ზალცბურგი 6 1 3 2 5 9 -4 6
4. დინამო ზაგრები 6 1 1 4 4 11 -7 4

G ჯგუფში ყველაფერი გარკვეული იყო და ბოლო ტურს მთლიანად ფორმალური ხასიათი ჰქონდა. „მანჩესტერ სიტიმ“ „სევილია“ 3:1 დაამარცხა, ხოლო დავით ხოჭოლავას „კოპენჰაგენმა“ „დორტმუნდთან“ ქულა მოიპოვა (1:1). ქართველი მცველი დისკვალიფიცირებული იყო და არ უთამაშია.

„მანჩესტერ სიტი“ – „სევილია“ 3:1 (0:1)

გოლები: 0:1 მირი (31), 1:1 ლუისი (52), 2:1 ალვარესი (73), 3:1 მაჰრეზი (83)

„კოპენჰაგენი“ – „დორტმუნდი“ 1:1 (1:1)

გოლები: 0:1 აზარი (23), 1:1 ჰარალდსონი (41)

1. მანჩესტერ სიტი 6 4 2 0 14 2 12 14
2. დორტმუნდი 6 2 3 1 10 5 5 9
3. სევილია 6 1 2 3 6 12 -6 5
4. კოპენჰაგენი 6 0 3 3 1 12 -11 3

H ჯგუფში პირველი ადგილი „ბენფიკამ“ დაიკავა. ლისაბონურმა გუნდმა ჰაიფაში „მაკაბი“ 6:1 გაანადგურა და მიუხედავად იმისა, რომ პსჟ-მ ტურინში „იუვენტუსთან“ 2:1 მოიგო. საბოლოოდ, პორტუგალიურმა და ფრანგულმა გუნდებმა გამოსვლა იდენტური მაჩვენებლებით დაასრულეს: 14-14 ქულა, 16-16 გატანილი გოლი, 7-7 გაშვებული გოლი და სრული თანაფარდობა ურთიერთშეხვედრებში - 1:1, 1:1. საბოლოოდ, პირველი პოზიცია „ბენფიკას“ იმიტომ ერგო, რომ სტუმრად ფრანგულ გუნდზე მეტი გოლი გაიტანა (9 6-ის წინააღმდეგ).

„იუვენტუსმა“ ძალიან დიდი დანაკლისის მიუხედავად პსჟ-ს დიდი წინააღმდეგობა გაუწია და ობიექტურად მარცხს არ იმსახურებდა, მაგრამ წააგო. ტურინული გრანდი ევროპა ლიგაზე გადავიდა, „მაკაბი“ დაემშვიდობა ევროთასებს. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ 10-თვიანი პაუზის შემდეგ მოედანზე დაბრუნდა ფედერიკო კიეზა, რომელმაც ბოლო 20 წუთი ითამაშა.

„იუვენტუსი“ – „პარი სენ ჟერმენი“ 1:2 (1:1)

გოლები: 0:1 მბაპე (13), 1:1 ბონუჩი (39), 1:2 მენდეში (69)

„მაკაბი“ – „ბენფიკა“ 1:6 (1:1)

გოლები: 0:1 რამოსი (20), 1:1 ჩერი (26), 1:2 მუსა (59), 1:3 გრიმალდო (69), 1:4 რაფა სილვა (73), 1:5 არაუხო (88), 1:6 ჟოაო მარიო (90)

1. ბენფიკა 6 4 2 0 16 7 9 14
2. პარი სენ ჟერმენი 6 4 2 0 16 7 9 14
3. იუვენტუსი 6 1 0 5 9 13 -4 3
4. მაკაბი 6 1 0 5 7 21 -14 3

კომენტარები (9)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

09:36 | 29.10.2019
lashamax (938)

მაინც ვფიქრობ რომ ვან დეიკს ეკუთვნის. ლიგა მოიგო
მესის გამორჩეული წელი ქონდა მაგრამ ლივერპულთან გაბითურების შემდეგ უბრალოდ ამის არჩევა არაეთიკურია.
რონალდოს რაც შეეხება ლიგაზე იუვემ ვერ აუწყო მხარი თორემ დაახევდა ბურთს ყველას
რაც შარშან მოხდა მოდრიჩის არჩევით ამას გამოსწორება უნდა. წინა წელს უდაოდ რონალდოს ეკუთვნოდა უბრალოდ პერესმა ყველაფერი გააკეთა რომ რაონალდო არ გაეყვანათ. ასე რომ არ არის გამორიცხული რონალდოს დასახელება

09:32 | 29.10.2019
lashamax (938)

ეს თუ აირჩიეს მესი სექტა მასობრივ თვითმკვლელობას დაიწყებს

23:48 | 28.10.2019
RHP (3623)

ზემოთ ინტერვიუ რო დადეს მაგის ჩასაწერად იყვნენ ჩასულები ტურინში
ისე კი ძაან საინტერესოა რა გააკეთეს ან ერთმა ან მეორემ შეტევაში იმაზე მეტი რაც ვან დეიკმა დაცვაში ვერ გააკეთა მარა ხალხი ბრმაა და ეს დიდად არც მიკვირს

22:42 | 28.10.2019
federerjamesliverpooldelpotro (17151)

სისულელეა

21:54 | 28.10.2019
fidofido (3392)

ისე ფრანგები მესის რო ერჩიან შარშანაც გამოჩნდა გამოკითხვა რო ჩაატარეს ინტერნეტით მესი ლიდერობდა და წაშალეს მერე. რონალდოს რაპონტში ეკუთვნის 35 კუალერამაც რო აჯობა მაგიტო ალბათ ვან დეიკი-მესი ესენი არიან მთავარი კანდიდატები მთელი მსოფლიო ასე ფიქრობს და ფრანგებმა შარშანდელი ვალი დავაბრუნოთო?

07:52 | 29.10.2019
temo11 (1791)

მესის რა პონტსი ეკუთვნის? არც მესი და არც ეს არუნდა იყვნე გამარჯვებულები

21:44 | 28.10.2019
dinamo11 (1009)

ტრაგიკომედიის ჟანრიდან არის!

21:42 | 28.10.2019
dinamo11 (1009)

))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))) პ.ს. სულ გამ....ევდნენ!?

19:10 | 28.10.2019
barcelona1991 (4821)

სისულელეაა.თუ გადასცეს ულაპარაკოდ მიკერძოებაა.

18:12 | 28.10.2019
ბაბუ პერესი (16691)

ესენი ხო არ ანძრევენ?

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.066515
2388