ფეხბურთი

23:40 | 2.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

"რეალმა" პირველი ადგილი დაიკავა, "ლაიფციგი" მერვედფინალში გავიდა

ჩემპიონთა ლიგის F ჯგუფში ბოლო ტურის წინ საკმარისი ინტრიგა იყო - პირველი ადგილის ბედიც ირკვეოდა და ჯგუფიდან მეორე გამსვლელის ვინაობაც უცნობი იყო. საბოლოოდ, მიზანს „რეალმა“ და „ლაიფციგმა“ მიაღწიეს.

„რეალს“ პლეი-ოფის საგზური განაღდებული ჰქონდა, მაგრამ პირველი ადგილისთვის შინ გლაზგოს „სელტიკთან“ გამარჯვება სჭირდებოდა, რაც კარლო ანჩელოტის გუნდისთვის რთული მისია ნამდვილად არ იყო. „სამეფო კლუბმა“ შოტლანდიურ გუნდს ადვილად აჯობა, 5:1 დაამარცხა და ჯგუფში 13 ქულით პირველი პოზიცია დაიკავა.

დონეცკის „შახტარისა“ და „ლაიფციგის“ მატჩში კი მეორე ადგილის ბედი წყდებოდა: უკრაინელები მოგების შემთხვევაში გავიდოდნენ ჯგუფიდან, გერმანელებს ფრეც აწყობდათ. საბოლოოდ, „ლაიფციგი“ გაცილებით ძლიერი აღმოჩნდა და პირველ ტურში იმავე „შახტართან“ 1:4 წაგების გამო სრულფასოვანი რევანში აიღო, რადგან 4:0 მოიგო. ამრიგად, ლაიფციგელებმა 12 ქულა დააგროვეს და მეორე ადგილი დაიკავეს. აღსანიშნავია, რომ მერვედფინალში ოთხი გერმანული გუნდი ითამაშებს, მხოლოდ „ლევერკუზენმა“ ვერ დაძლია ჯგუფური ეტაპი. „შახტარი“ ევროპა ლიგაზე გადაერთო, ხოლო „სელტიკი“ ევროტურნირებზე დაემშვიდობა.

„რეალი“ – „სელტიკი“ 5:1 (2:0)

გოლები: 1:0 მოდრიჩი (6), 2:0 როდრიგო (21), 3:0 ასენსიო (51), 4:0 ვინისიუსი (61), 5:0 ვალვერდე (71), 5:1 ჟოტა (84)

„შახტარი“ – „ლაიფციგი“ 0:4 (0:1)

გოლები: 0:1 ნკუნკუ (10), 0:2 ანდრე სილვა (50), 0:3 შობოშლაი (62), 0:4 ბონდარი (68, ა.გ)

1. რეალი 6 4 1 1 15 6 9 13
2. ლაიფციგი 6 4 0 2 13 9 4 12
3. შახტარი 6 1 3 2 8 10 -2 6
4. სელტიკი 6 0 2 4 4 15 -11 2
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115977