იტალიური „კრემონეზე“ იანვრის სატრანსფერი პერიოდში „ნაპოლის“ შემტევი ნახევარმცველის ჯანლუკა გაეტანოს იჯარით გადაბირებას გეგმავს.
22 წლის ფეხბურთელმა კრემონულ გუნდში გასული სეზონი გაატარა და 35 მატჩში 7 გოლი გაიტანა, ზაფხულში კი „ნაპოლიში“ დაბრუნდა, მაგრამ ლუჩანო სპალეტის გუნდში სათამაშო პრაქტიკა არ აქვს და მხოლოდ 5 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
გაეტანოს მიმართ ინტერესი „კრემონეზეს“ სპორტულმა დირექტორმა სიმონე ჯაკეტამ დაადასტურა: „ყველას სურს კარგი ფეხბურთელები და ჯანლუკა ერთ-ერთი მათგანია. ჩვენ მისნაირი მოთამაშე გვჭირდება“, - აღნიშნა ჯაკეტამ.
შეგახსენებთ, რომ ჯანლუკა გაეტანო ამჟამად ხვიჩა კვარაცხელიას თანაგუნდელია, იანვრიდან კი შესაძლოა ლუკა ლოჩოშვილის გუნდში გადავიდეს.