ფეხბურთი

20:05 | 2.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

"კრემონეზეში" მთავარ მწვრთნელს ნდობა გამოუცხადეს

„კრემონეზე“ სერია A-ში 12 ტურის შემდეგ ერთადერთი გუნდია, რომელსაც ჯერ გამარჯვება არ მოუპოვებია, მაგრამ მთავარ მწვრთნელ მასიმილიანო ალვინის კლუბის ხელმძღვანელობა სრულ ნდობას უცხადებს.

როგორც კრემონელთა სპორტულმა დირექტორმა სიმონე ჯაკეტამ იტალიურ მედიას უთხრა, ალვინის გათავისუფლებაზე მათ არც კი უფიქრიათ:

„დიახ, აბსოლუტურად ვენდობით. ჩვენ ერთად მივყვებით გზას და გვჯერა იმის, რასაც ვაკეთებთ. აქტიურ ფეხბურთს ვთამაშობთ, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ქულა ვერ დავაგროვეთ, მაგრამ გვჯერა, რომ სიტუაცია შეიცვლება“, - თქვა ჯაკეტამ.

შეგახსენებთ, მასიმილიანო ალვინი საქართველოს ნაკრების მცველ ლუკა ლოჩოშვილს ენდობა და მიმდინარე სეზონში 10-ჯერ ძირითად შემადგენლობაში ათამაშა. ალვინი ქართველ მცველს მხოლოდ მაშინ ვერ დაეყრდნო, როცა ტრავმა ჰქონდა ან საბუთების პრობლემის გამო პირველ ტურში თამაშის უფლება არ ჰქონდა. „კრემონეზე“ სერია A-ში 12 ტურის შემდეგ 5 ქულით ბოლო ადგილზე „ვერონასთან“ ერთად იმყოფება.

0.110166