ფეხბურთი

2:05 | 3.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

მერვედფინალის წილისყრამდე: ვის შეიძლება შეხვდეს ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლი"

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი დასრულდა და ცნობილია 16-ვე გუნდი, რომლებიც ასპარეზობას პლეი-ოფში გააგრძელებენ. 8 გუნდმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა, დანარჩენ რვას მეორე საფეხური ერგო.

I ადგილოსნები: „ნაპოლი“ (იტალია), „პორტუ“ (პორტუგალია), „ბაიერნი“ (გერმანია), „ტოტენჰემი“ (ინგლისი), „ჩელსი“ (ინგლისი), "რეალი" (ესპანეთი), „მანჩესტერ სიტი“ (ინგლისი), "ბენფიკა" (პორტუგალია)

II ადგილოსნები: „ლივერპული“ (ინგლისი), „ბრიუგე“ (ბელგია), „ინტერი“ (იტალია), „აინტრახტი“ (გერმანია), "მილანი" (იტალია), "ლაიფციგი" (გერმანია), „დორტმუნდი“ (გერმანია), "პარი სენ ჟერმენი" (საფრანგეთი)

მერვედფინალის წილისყრის წესები უცვლელია: ერთი ქვეყნის გუნდები ერთმანეთს ვერ შეხვდებიან, ისევე, როგორც ერთ ჯგუფში ნამყოფი გუნდებიც ვერ დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. მერვედფინალში პირველ მატჩს შინ მეორეადგილოსნები ჩაატარებენ, საპასუხოს - პირველადგილოსნები. რა თქმა უნდა, ის გუნდები, რომლებიც ჯგუფებში პირველი ადგილი დაიკავეს, ერთმანეთს ვერ შეხვდებიან და შესაბამისად, მეორეადგილოსნებიც ვერ დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.

„ნაპოლის“ სავარაუდო მეტოქეები: „ბრიუგე“, „აინტრახტი“, „ლაიფციგი“, „დორტმუნდი“, „პარი სენ ჟერმენი“.

„პორტუს“ სავარაუდო მეტოქეები: „ლივერპული“, „ინტერი“, „აინტრახტი“, „მილანი“, „ლაიფციგი“, „დორტმუნდი“, „პარი სენ ჟერმენი“.

„ბაიერნის“ სავარაუდო მეტოქეები: „ლივერპული“, „ბრიუგე“, „მილანი“, „პარი სენ ჟერმენი“.

„ტოტენჰემის“ სავარაუდო მეტოქეები: „ბრიუგე“, „მილანი“, „ლაიფციგი“, „დორტმუნდი“, „პარი სენ ჟერმენი“.

„ჩელსის“ სავარაუდო მეტოქეები: „ბრიუგე“, „ინტერი“, „აინტრახტი“, „ლაიფციგი“, „დორტმუნდი“, „პარი სენ ჟერმენი“.

„რეალის“ სავარაუდო მეტოქეები: „ლივერპული“, „ბრიუგე“, „ინტერი“, „აინტრახტი“, „მილანი“, „დორტმუნდი“, „პარი სენ ჟერმენი“.

„მანჩესტერ სიტის“ სავარაუდო მეტოქეები: „ბრიუგე“, „ინტერი“, „აინტრახტი“, „მილანი“, „ლაიფციგი“, „პარი სენ ჟერმენი“.

„ბენფიკას“ სავარაუდო მეტოქეები: „ლივერპული“, „ბრიუგე“, „ინტერი“, „აინტრახტი“, „მილანი“, „ლაიფციგი“, „დორტმუნდი“.

„ლივერპულის“ სავარაუდო მეტოქეები: „პორტუ“, „ბაიერნი“, „რეალი“, „ბენფიკა“.

„ბრიუგეს“ სავარაუდო მეტოქეები: „ნაპოლი“, „ბაიერნი“, „ტოტენჰემი“, „ჩელსი“, „რეალი“, „მანჩესტერ სიტი“, „ბენფიკა“.

„ინტერის“ სავარაუდო მეტოქეები: „პორტუ“, „ტოტენჰემი“, „ჩელსი“, „რეალი“, „მანჩესტერ სიტი“, „ბენფიკა“.

„აინტრახტის“ სავარაუდო მეტოქეები: „ნაპოლი“, „პორტუ“, „ჩელსი“, „რეალი“, „მანჩესტერ სიტი“, „ბენფიკა“.

„მილანის“ სავარაუდო მეტოქეები: „პორტუ“, „ბაიერნი“, „ტოტენჰემი“, „რეალი“, „მანჩესტერ სიტი“, „ბენფიკა“.

„ლაიფციგის“ სავარაუდო მეტოქეები: „ნაპოლი“, „პორტუ“, „ტოტენჰემი“, „ჩელსი“, „მანჩესტერ სიტი“, „ბენფიკა“.

„დორტმუნდის“ სავარაუდო მეტოქეები: „ნაპოლი“, „პორტუ“, „ტოტენჰემი“, „ჩელსი“, „რეალი“, „ბენფიკა“.

„პარი სენ ჟერმენის“ სავარაუდო მეტოქეები: „ნაპოლი“, „პორტუ“, „ბაიერნი“, „ტოტენჰემი“, „ჩელსი“, „რეალი“, „მანჩესტერ სიტი“.

ჯგუფებში მესამე ადგილი დაიკავეს და ევროპა ლიგაზე გააგრძელებენ ასპარეზობას: „აიაქსი“, „ლევერკუზენი“, „ბარსელონა“, „სპორტინგი“, „ზალცბურგი“, „შახტარი“, „სევილია“, „იუვენტუსი“.

ჯგუფში ჩარჩნენ და ევროთასებს გამოეთიშნენ: „რეინჯერსი“, „ატლეტიკო“, „პლზენი“, „მარსელი“, „დინამო ზაგრები“, „სელტიკი“, „კოპენჰაგენი“, „მაკაბი“.

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის წილისყრა 7 ნოემბერს ჩატარდება, ხოლო კონკრეტულად თამაშები უკვე 2023 წელს შედგება. პირველი მატჩები 14-15 და 21-22 თებერვალს, ხოლო საპასუხო შეხვედრები 7-8 და 14-15 მარტს გაიმართება.

0.112034