ფეხბურთი

17:05 | 2.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

მანუელ ნოიერი: "სახის კიბოს გამო ოპერაცია უკვე სამჯერ გავიკეთე"

მიუნხენის „ბაიერნისა“ და გერმანიის ნაკრების მეკარე მანუელ ნოიერმა განაცხადა, რომ სახის კანის კიბოს გამო ოპერაცია უკვე სამჯერ გაიკეთა. ამის შესახებ მან სოციალური ქსელის მეშვეობით გააკეთა განცხადება.

„ძალიან პირადული ამბავი მაქვს, უკვე სამჯერ გავიკეთე ოპერაცია, რადგან სახის კანის კიბო მქონდა. ამიტომ, განსაკუთრებით ფრთხილად ვიქნები და მზისგან თავის დაცვას ვცდილობ, რადგან ყოველთვის ღია ცის ქვეშ ვვარჯიშობ, ამას გარდა, ჩემი თავისუფალი დროის ბუნებაში გატარება მიყვარს“, - აღნიშნა ნოიერმა.

შეგახსენებთ, რომ მანუელ ნოიერი ამჟამად ტრავმირებულია, თუმცა გერმანული მედიის ცნობით, მუნდიალზე თამაშს ვეტერანი კიპერი მოახერხებს.

0.11528