ჩოგბურთი

15:34 | 2.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

ნიკოლოზ ბასილაშვილი პარიზის მასტერსს გამოეთიშა

საქართველოს ნომერ პირველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი პარიზის მასტერსს გამოეთიშა. 1/16 ფინალში ბასილაშვილი იტალიელ ლორენცო მუზეტის დაუპირისპირდა, რომელიც მსოფლიო რეიტინგში 23-ე ადგილზეა და ორ სეტში, 4:6, 2:6 წააგო. თამაში საათისა და 11 წუთის განმავლობაში გაგრძელდა.

პირველ სეტში ბრძოლა იყო და მისი ბედი ერთადერთმა ბრეიკმა გადაწყვიტა, რომელიც მუზეტიმ მეცხრე გეიმში შეასრულა, 5:4 დაწინაურდა და მერე საკუთარი ჩაწოდებაც გამოიყენა. მეორე სეტში კი ბასილაშვილი თავიდანვე 0:3 ჩამორჩა და ბრძოლა პრაქტიკულად აღარ ყოფილა.

ნიკოლოზმა 4 ეისი შეასრულა და ერთი ორმაგი შეცდომა დაუშვა, ხოლო მეტოქეს ასევე 4 ეისი ჰქონდა და 3-ჯერ ორმაგი შეცდომა მიითვალა.

შეგახსენებთ, პარიზის მასტერსის პირველ წრეში ბასილაშვილმა ფრანგი ქუენტინ ჰალსი 6:3, 6:4 დაამარცხა. ქართველი ჩოგბურთელი ამჟამად ATP-ის რეიტინგში 106-ე პოზიციას იკავებს.

0.138072