ფეხბურთი

14:05 | 2.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

სადიო მანე საკამათო ეპიზოდზე: "სახეზე ხელები რომ არ ამეფარებინა, საავადმყოფოში მოვხვდებოდი"

მიუნხენის „ბაიერნისა“ და მილანის „ინტერის“ მატჩში (2:0) იყო ერთი მომენტი, როცა იტალიელები პენალტის დანიშვნას ითხოვდნენ. სადიო მანეს ბურთი სახეში ხვდებოდა, თუმცა ხელები აიფარა და შესაბამისად, ხელზე მოხვდა, მაგრამ პენალტი არ დაინიშნა.

ცხადია, ამ ეპიზოდს დიდი გამოხმაურება მოჰყვა, მაგრამ სენეგალელი ფიქრობს, რომ თამაშის წესი არ დაურღვევია.

„სახეზე ხელები რომ არ ამეფარებინა, საავადმყოფოში მოვხვდებოდი, ეს პენალტი არაა“, - ასე იმართლა თამაშის შემდეგ თავი მანემ.

ვეტერანი იტალიელი ფეხბურთელი პაოლო დი კანიო კი საპირისპირო აზრზეა და მიიჩნევს, რომ ეს აშკარა პენალტი იყო:

„ჩემთვის ეს პენალტია. თუ ფეხბურთელს ბურთი სახეში ხვდება, უნდა მოხვდეს და მორჩა. სხვა შემთხვევაში ის ფეხბურთს არ თამაშობს“, - აღნიშნა დი კანიომ.

შეგახსენებთ, „ბაიერნმა“ „ინტერი“ 2:0 დაამარცხა, მერვედფინალში კი ორივე გუნდი გავიდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122284