ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი „ლივერპულმა“ „ნაპოლისთან“ საშინაო შეხვედრით დაასრულა. „წითლების“ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელმა მოჰამედ სალაჰმა კი „ენფილდზე“ 2:0 გამარჯვების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.
„მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გუნდთან მოგება კარგი გრძნობაა. ასე უნდა გავაგრძელოთ. შედეგი ჩვენთვის დამაკმაყოფილებელია. იმედი მაქვს, რომ ეს გამარჯვება საკუთარ შესაძლებლობებში ნდობას შეგვმატებს. მომავალში მოგვიწევს ფოკუსირება ჩემპიონთა ლიგაზე კარგ თამაშზე მოვახდინოთ. საბოლოოდ, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი მივიღეთ, რადგან ძლიერ გუნდთან კარგად ვითამაშეთ.
ჯერ კიდევ არ ვარ დარწმუნებული ვინ გაიტანა პირველი გოლი, მაგრამ ბედნიერები ვართ, რომ მოვიგეთ. დასასრული წარმოუდგენელი იყო. ეს შედეგი იძლევა თავდაჯერებულობას. ჯგუფური ეტაპი კარგად დავასრულეთ, ახლა პრემიერლიგაზე გვჭირდება ყურადღების გამახვილება“, - განაცხადა სალაჰმა.
შეგახსენებთ, რომ „ლივერპულმა“ A ჯგუფში 15 ქულა დააგროვა, იმდენივე რამდენიც „ნაპოლიმ“, თუმცა იტალიურმა კლუბმა ურთიერთშეხვედრების მაჩვენებლით აჯობა. ამავე ჯგუფში მესამე პოზიცია დაიკავა „აიაქსმა“, რომელიც ევროპა ლიგაზე გადაინაცვლებს, ხოლო, „რეინჯერსი“ მეოთხე ადგილით ასპარეზობას გამოეთიშა.