ფეხბურთი

10:27 | 2.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

ლუჩანო სპალეტი: "ასეთ ჯგუფში პირველი ადგილი სტრატოსფერული შედეგია"

„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ „ლივერპულთან“ მატჩის (0:2) შემდეგ კომენტარი გააკეთა. მიუხედავად იმისა, რომ ნეაპოლიტანელებმა წააგეს, იტალიელი სპეციალისტი თავისი გუნდის თამაშით ძალიან კმაყოფილი იყო.

„ენფილდს“ ვტოვებთ იმის დადასტურებით, რომ დიდი გუნდი ვართ. შესანიშნავად ვითამაშეთ, თამაშის დიდ ნაწილს ვაკონტროლებდით და პრობლემები არ შეგვქმნია. მოვახერხეთ ბურთის კონტროლი, საგოლე მომენტებიც შევქმენით. ბალანსირებულად ვითამაშეთ და დროის გასვლასთან ერთად ვახერხებდით ინტენსივობის შენარჩუნებას. ამ თამაშში დავამტკიცეთ, რომ მაღალ დონეზე ვართ, როგორც ტექნიკურად, ისე ფიზიკურად.

მენტალურადაც მაღალ დონეზე ვიყავით, ნამდვილად შეგვეძლო გამარჯვება შეტევაში უფრო მეტი თავისუფლებით რომ გვეთამაშა, მაგრამ სწორი იყო ყოველთვის ფრთხილად ყოფნა, რადგან „ლივერპული“ ძალიან კარგი გუნდია და არასდროს ნებდება. ამ ჯგუფში პირველი ადგილის დაკავება სტრატოსფერული შედეგია“, - თქვა სპალეტიმ.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლიმ“ A ჯგუფში 15 ქულით პირველი ადგილი დაიკავა და „ლივერპულს“ ურთიერთშეხვედრების ხარჯზე აჯობა. ლუჩანო სპალეტის გუნდი მომდევნო მატჩს 5 ნოემბერს, ბერგამოში, „ატალანტასთან“ გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120025