ფეხბურთი

12:12 | 2.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

ფაბიო კაპელო: "კვარა ინერტული იყო, თუმცა მას ყოველთვის ორი მეტოქე აკონტროლებდა"

ლეგენდარულმა იტალიელმა მწვრთნელმა ფაბიო კაპელომ „ლივერპულისა“ და „ნაპოლის“ მატჩზე (2:0) ისაუბრა და აღნიშნა, რომ იტალიური კლუბის თამაში მოეწონა.

თუმცა, ამავდროულად, კაპელო ხვიჩა კვარაცხელიათი დარჩა უკმაყოფილო და აღნიშნა, რომ ის თამაშიდან პრაქტიკულად გამოთიშული იყო.

„ნაპოლიმ“ აჩვენა მონდომება და სიმტკიცე. „ლივერპული“ ყველანაირად ცდილობდა შედეგის მიღწევას. ეს არის „ლივერპული“, რომელსაც პრემიერლიგის ამ სეზონში ასე არასდროს უთამაშია. „ნაპოლი“ მომეწონა. თითქოს კვარა გუნდს აკლდა, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ როდესაც ის ბურთს იღებდა, მასთან ყოველთვის ორი მეტოქე ჩნდებოდა“, - თქვა კაპელომ.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლიმ“ A ჯგუფში 15 ქულით პირველი ადგილი დაიკავა და „ლივერპულს“ ურთიერთშეხვედრების ხარჯზე აჯობა. ლუჩანო სპალეტის გუნდი მომდევნო მატჩს 5 ნოემბერს, ბერგამოში, „ატალანტასთან“ გამართავს.

0.141719