ფეხბურთი

3:41 | 2.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

იურგენ კლოპი: "კვარაცხელია ძალიან სწრაფი და კარგი ფეხბურთელია, რომელსაც მჭიდროდ უნდა ეთამაშო"

„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა „ნაპოლისთან“ მატჩის (2:0) შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიასა და ტრენტ ალექსანდერ-არნოლდის დაპირისპირებაზე ისაუბრა.

გერმანელ სპეციალისტს ჰკითხეს, რას ფიქრობდა ამ ფეხბურთელების დუელზე, რაზეც უპასუხა, რომ ორივე დიდებული ფეხბურთელია და ტრენტმა მის წინააღმდეგ თავი კარგად დაიცვა.

„ორივე შესანიშნავი ფეხბურთელია. ვიცი, რომ ილაპარაკებენ ზოგიერთ ეპიზოდზე, როცა ტრენტი მასთან დასწრებაზე თამაშს ცდილობდა... კვარა კარგი ბიჭი, შესანიშნავი ფეხბურთელი და ძალიან სწრაფია. პირველ მოძრაობაში უპირატესობას თუ მისცემ, უკვე ქრება, რადგან თავხედი მოთამაშეა, ამიტომ მჭიდროდ უნდა ეთამაშო, უკვე იქ უნდა იყო, წინააღმდეგ შემთხვევაში მეორე მცველის დახმარება დაგჭირდება, რადგან მას შეუძლია სხვადასხვა მიმართულებით მოძრაობა, ფლანგზე, წინ, უკან, ცენტრში და მერე ვეღარ შეაჩერებ. მომწონს ის, კარგი ფეხბურთელია, მაგრამ ტრენტმა მის წინააღმდეგ შესანიშნავად ითამაშა“, - აღნიშნა კლოპმა.

შეგახსენებთ, „ნაპოლიმ“ A ჯგუფში 15 ქულით პირველი ადგილი დაიკავა და „ლივერპულს“ ურთიერთშეხვედრების ხარჯზე აჯობა. ლუჩანო სპალეტის გუნდი მომდევნო მატჩს 5 ნოემბერს, ბერგამოში, „ატალანტასთან“ გამართავს.

0.102274