ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალისტთა სია გაიზარდა და პლეი-ოფს ლონდონის „ტოტენჰემი“ და ფრანკფურტის „აინტრახტი“ შეუერთდნენ.
ბოლო ტურის წინ D ჯგუფში არაფერი იყო გარკვეული ოთხივე გუნდი ინარჩუნებდა შანსს, ხოლო პირველი ტაიმების დასრულების შემდეგ მერვედფინალში „მარსელი“ და „სპორტინგი“ გადიოდნენ, მაგრამ მეორე ნახევარში ორივე თამაშში ყველაფერი შეიცვალა.
„სპორტინგი“ „აინტრახტს“ 1:0-ს უგებდა, მაგრამ ნაანტრაქტევს ორი გოლი გაუშვა და გერმანელებმა 10 ქულით მეორე ადგილი დაიკავეს. პარალელურად, „მარსელი“ ამარცხებდა „ტოტენჰემს“, თან ისე, რომ პირველ ტაიმში ანტონიო კონტეს გუნდი მეტოქის საჯარიმოში ბურთსაც არ შეხებია. თუმცა, მეორე ნახევარში ინგლისელებმა კლემენ ლენგლესა და პიერ-ემილ ჰოიბერგის გოლებით მოგება მოახერხეს. დანიელმა მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გაიტანა, რითაც „ტოტენჰემს“ ჯგუფში პირველი ადგილი მოაპოვებინა. ევროპა ლიგაზე „სპორტინგმა“ გადაინაცვლა, ხოლო „მარსელი“, რომელიც ახლოს იყო პლეი-ოფთან, საერთოდ ბოლო ადგილს დასჯერდა.
„სპორტინგი“ – „აინტრახტი“ 1:2 (1:0)
გოლები: 1:0 გომესი (39), 1:1 კამადა (62), 1:2 კოლო მუანი (72)
„მარსელი“ – „ტოტენჰემი“ 1:2 (1:0)
გოლები: 1:0 მბემბა (45), 1:1 ლენგლე (54), 1:2 ჰოიბერგი (90)
1. | ტოტენჰემი | 6 | 3 | 2 | 1 | 8 | 6 | 2 | 11 |
2. | აინტრახტი | 6 | 3 | 1 | 2 | 7 | 8 | -1 | 10 |
3. | სპორტინგი | 6 | 2 | 1 | 3 | 8 | 9 | -1 | 7 |
4. | მარსელი | 6 | 2 | 0 | 4 | 8 | 8 | 0 | 6 |
ორი მატჩი გაიმართა C ჯგუფში, სადაც ყველაფერი გადაწყვეტილი იყო და ბოლო ტური ფორმალურ ხასიათს ატარებდა. „ბარსელონამ“ გასვლაზე „პლზენი“ 4:2 დაამარცხა, ხოლო „ბაიერნმა“ „ინტერი“ 2:0 დაამარცხა და ჯგუფური ეტაპი 18 ქულით დაასრულა.
„ბაიერნი“ – „ინტერი“ 2:0 (1:0)
გოლები: 1:0 პავარი (32), 2:0 ჩუპო-მოტინგი (72)
„პლზენი“ – „ბარსელონა“ 2:4 (0:2)
გოლები: 0:1 ალონსო (6), 0:2 ტორესი (44), 1:2 ჩორი (51), 1:3 ტორესი (54), 2:3 ჩორი (63), 2:4 ტორე (75)
1. | ბაიერნი | 6 | 6 | 0 | 0 | 18 | 2 | 16 | 18 |
2. | ინტერი | 6 | 3 | 1 | 2 | 10 | 7 | 3 | 10 |
3. | ბარსელონა | 6 | 2 | 1 | 3 | 12 | 12 | 0 | 7 |
4. | პლზენი | 6 | 0 | 0 | 6 | 5 | 24 | -19 | 0 |