ფეხბურთი

23:46 | 1.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ატლეტიკომ" ჯგუფში ბოლო ადგილი დაიკავა და ევროპა ლიგაზეც ვერ გადავიდა

მადრიდის „ატლეტიკომ“ ჩემპიონთა ლიგაზე ეს სეზონი ჩააგდო და ჯგუფიდან გასვლის შანსი ჯერ კიდევ წინა ტურში დაკარგა, მაგრამ ევროპა ლიგაზე გადასვლის შანსი მაინც ჰქონდა, რომელიც ვერ გამოიყენა.

დიეგო სიმეონეს გუნდი „დრაგაუზე“ „პორტუს“ ესტუმრა და საწყის 25 წუთში ორი გოლი გაუშვა, მერე კი მადრიდელებმა მხოლოდ ის შეძლეს, რომ მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში პრესტიჟის გოლი გაიტანეს და პორტუგალიელებმა 2:1 მოიგეს. პარალელურად, ლევერკუზენის „ბაიერისა“ და „ბრიუგეს“ შეხვედრა უგოლო ფრით დასრულდა, რის შედეგადაც, „ატლეტიკო“ ევროპა ლიგის მიღმაც დარჩა და ევროთასებს მომდევნო სეზონამდე დაემშვიდობა.

ჯგუფში 12 ქულით „პორტუმ“ შეძლო პირველობა, მეორე ადგილი „ბრიუგეს“ ერგო (11 ქულა), „ლევერკუზენმა“ და „ატლეტიკომ“ ასპარეზობა 5-5 ქულით დაასრულეს, მაგრამ ვინაიდან ურთიერთშეხვედრებში გერმანელებს უკეთესი შედეგი ჰქონდათ (2:0, 2:2), მესამე ადგილი დაიკავეს და ევროპა ლიგაზე გადავიდნენ, ხოლო „ატლეტიკო“ ბოლო პოზიციაზე გავიდა.

„პორტუ“ – „ატლეტიკო“ 2:1 (2:0)

გოლები: 1:0 ტარემი (5), 2:0 ეუსტაკიო (24), 2:1 მარკანო (90, ა.გ)

„ლევერკუზენი“ – „ბრიუგე“ 0:0 (0:0)

1. პორტუ 6 4 0 2 12 7 5 12
2. ბრიუგე 6 3 2 1 7 4 3 11
3. ლევერკუზენი 6 1 2 3 4 8 -4 5
4. ატლეტიკო 6 1 2 3 5 9 -4 5
0.115268